ავტორი:

რა ცვლილებებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში"

რა ცვლილებებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.

"მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები "ნაციონალური მოძრაობის" მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში. მოხდა მართლაც ფართო გაერთიანება სხვადასხვა საზოგადო ფიგურის, პოლიტიკური პარტიების, ძალების.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული არა პიროვნებებზე, არამედ - პრინციპებზე, რაცაა საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ეს ყველაფერი ასეც იქნება, მაგრამ ამაში გადამწყვეტ, წამყვან როლს თამაშობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქვს ასევე კიდევ უფრო საინტერესო მომავალი.

იმისათვის, რომ ამ მომავლის დროც დადგეს, საჭიროა მუდმივი განახლება და პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის შეცვლა. როგორც არასდროს, პარტიაში ახალი ხალხის მოსვლა და მართვის მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობაა საჭირო. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი: მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ციხეშია, სულ ახლახანს დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. ეს რომ გადაილახოს, უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არც ერთი დღით არ შეაჩერებს ამ ბრძოლას" - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია პარტიის თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისმა მხარდამჭერებმა ელექტრონულად, პირდაპირ შეძლონ ჩართვა.

"მოძრაობას სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს?

გვყავს 400 000 რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცების მეშვეობით, კულისებში და ვიღაცების მოლაპარაკებებით, არამედ, პირადად თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რის საშუალებასაც ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები იძლევა. შეგვიძლია, ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გვექნება ტელეფონში. იმედია, უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა ელექტრონულად, პირდაპირი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - კანდიდატების შერჩევაში, მათ შორის საარჩევნო სიების შერჩევაში უახლოეს მომავალში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მის განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე და აღნიშნა, რომ პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა.

„ჩემი არჩევა მოხდება თუ არა თავჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდი მადლობა. რაღაცები მომესმა, მიხეილ სააკაშვილი პარტიიდან მიდის და მსგავსი სისულელეები! მიხელ სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რაც ამ პარტიის ფორმირებაში ხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმიტომ რომ იმ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად” - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები