ავტორი:

პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს

პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი - ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს

პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, - ასე მიმართა ეკა ბესელიამ, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო ზარდიაშვილი "ქართულ ოცნებაში" მყოფი ზონდერია.

ბესელიამ კამათის დროს, ვანო ზარდიაშვილს, წარსული საქმიანობა და მეუღლის თანამდებობრივი მდგომარეობაც რამდენჯერმე შეახსენა.

"პატარა ზონდერი ხარ. ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, ეგ იყო თქვენი საქმე. ზონდერი გიზით "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა რეპლიკის სახით ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რასაც ბესელია აცხადებს, ფარსია. ზარდიაშვილმა მას კორუმპირებული უწოდა და აღნიშნა, რომ "15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ისეთი კარგი საქმე არ გაუკეთებია, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ბესელიას გადადგომაში ხელის შეწყობაა“.

შენს ხელებს ასდის ფულის სუნი, - ასე მიმართა კამათის დროს ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას.

ზარდიაშვილის მხრიდან ეკა ბესელიასადმი აღნიშნული რეპლიკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ზარდიაშვილი სასამართლოს კორუფციაში ხელს აფარებდა.

„მე პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმემ? სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანის როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ყველამ თავის პატიოსნებას მიხედოს. სასამართლოს ეფარება კორუფციის რისკის მქონე ადამიანები. შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ,“ - მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები