ავტორი:

უშვილო წყვილების დასახმარებლად ფონდი "შენთვის" შეიქმნა

უშვილო წყვილების დასახმარებლად ფონდი "შენთვის" შეიქმნა

უშვილო წყვილების დასახმარებლად, საქართველოს დემოგრაფიული პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, ერის გენოფონდის გადასარჩენად, ახალი სიცოცხლისათვის, ახლახან საქართველოში შეიქმნა ფონდი „შენთვის“.

ფონდი, რომელიც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ინ ვიტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო მუსერიძის ინიციატივით დაფუძნდა, უშვილო წყვილებს დაუფინანსებს სამედიცინო სერვისს რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით (ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები).

ქვეყანაში მოსახლეობის კლების კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა. მოსახლეობის ბუნებრივი მატებით საქართველო ჩამორჩება მსოფლიოს შესაბამის საშუალო მაჩვენებელს 6-ჯერ, არაზუსტი სტატისტიკით, ყოველი მე-6 წყვილი უშვილოა, მილიონზე მეტი მოქალაქე გასულია ქვეყნიდან და ისინი ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები არიან, ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც ერები დაბერებას განიცდიან, ხელოვნური განაყოფიერება ან დაზღვევაში შედის, ან უფასოა. საქართველოში კი უშვილობას არც ერთი პროგრამა არ აფინანსებს, მომსახურება კი იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რომ მხოლოდ სოციალურად უზრუნველყოფილი ოჯახები თუ ახერხებენ ამ გზით შვილის ყოლას. მცირებიუჯეტიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეიქმნა ფონდი „შენთვის“.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო დონორებთან, მანამდე კი, ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერით, საწევრო გადასახადით, შემოწირულობებით ხერხდება თანადაფინანსების სახით ბენეფიციართა დახმარება.

ფონდი აფინანსებს ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება და აქვს შანსი, გახდეს მშობელი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით, მცირებიუჯეტიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

ფონდის მიერ, 6 თვის განმავლობაში რეპროდუქტოლოგისა და ემბრიოლოგის უფასო კონსულტაცია გაეწია 368 წყვილს, აქედან 42 პაციენტი მრავალწლიანი უშვილობის ფონზე, უსახსრობის გამო, პირველად იყო რეპროდუქტოლოგთან ვიზიტზე.

დაკმაყოფილდა 32 დაფინანსების მაძიებელი, აქედან ამ დროისთვის ფონდის დახმარებით 12 დადასტურებული ორსულობაა. ათეულობით პაციენტი კი დაფინანსების მოლოდინშია.

დაინტერესების შემთხვევაში, საკმარისია მისწეროთ ფონდს მეილზე shentvis4u@gmail.com ფბ-გვერდზე https://www.facebook.com/shentvischarity/

ფონდი ოპერატიულად უზრუნველყოფს თქვენთვის უფასო კონსულტაციას პროვაიდერ კლინიკაში, რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე კი იქნება მიღებული დაფინანსების გადაწყვეტილება.

ფონდი მოუწოდებს საზოგადოებას, ბიზნესს, კომპანიებს თანადგომისკენ:

„ჩვენი ფონდი ბევრი ოჯახისთვის იმედის სხივია და ჩვენ გულწრფელად გვინდა, ეს სხივი მათთვის სიცოცხლის დაბადების სინათლედ ვაქციოთ. გვსურს, ჩვენ ვიყოთ სასწაულის შემძლე და ყველა უშვილო ოჯახს ვაჩუქოთ შვილი. იმედი გვაქვს, გულწრფელი სურვილი, რომ უშვილო ოჯახებს დავეხმაროთ, გაზიარებული იქნება ჩვენი კოლეგების, საზოგადოების, კომპანიების მიერ და ყველა ერთად, საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფის დასაძლევად, მარადისობის შენარჩუნების სურვილით, შევძლებთ გავაბედნიეროთ არაერთი ოჯახი ახალი სიცოცხლის დაბადებით“ - ნინო მუსერიძე, ფონდის დამფუძნებელი

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის