ავტორი:

"ცეცხლმა ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო გამკლავება..." - ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს

"ცეცხლმა ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო გამკლავება..." - ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ახმეტაში ხანძრის შედეგად დამწვარი 59 წლის ლერი ჩოხელიშვილი, ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მესამე ხარისხის თერმული დამწვრობით 17 თებერვალს მოათავსეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაანგარიშებული წინასწარი კალკულაციით, პაციენტის მკურნალობისთვის 41 100 ლარია დახარჯული. აქედან 15 ათასი ლარი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ აანაზღაურა, დარჩენილი 26 100 ლარი კი პაციენტის ოჯახმა უნდა გადაიხადოს. მარტოხელა, სოციალურად დაუცველ პაციენტს ახლა ყოფილი მეუღლე პატრონობს. ეკა ურბელაშვილი გვეუბნება, რომ ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

"როცა ხანძარი გაჩნდა, ჩემს მეუღლეს ეძინა. ცეცხლმა მის ოთახში რომ შეაღწია, გაეღვიძა და შიშველი ხელებით დაიწყო ხანძართან გამკლავება. სასწაულებრივად გადარჩა. ქვაბი რომ ქვაბია, ისიც კი არ დარჩა. მისი დაუდევრობით არ მომხდარა ეს უბედურება. ძლიერმა ქარმა დენის სადენები გაწყვიტა და სახლს ცეცხლი წაეკიდა... მაშინვე გამოვიძახეთ კატასტროფის ბრიგადა, რომელმაც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანა.

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება 15 ათასი ლარი უკვე ამოიწურა. 26 ათასი ლარი ჩვენი ოჯახის გადასახდელია, თანაც ამ თანხაში არ შედის ოპერაციის ფული. ჯერ არაფერი გადაგვიხდია. ამ ეტაპზე ფინანსების მოძიებაში ვართ. შეიძლება კიდევ ერთი თვე რეანიმაციაში დატოვონ, ამას კიდევ დაემატება თანხა... რითი უნდა გადავიხადო არ ვიცი...

მე რაც გამაჩნია ყველაფერს გავყიდი, მაგრამ ამხელა თანხას მაინც ვერ მოვაგროვებ. მყავს ორი სტუდენტი შვილი, უფროსს დიაბეტი აქვს... საავადმყოფოში მითხრეს, გაკეთდება გრძელვადიანი განვადება და ეტაპობრივად პაციენტმა უნდა გადაიხადოსო. თუ ჩემს მეუღლეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთდება, როგორ უნდა იმუშაოს? რითი შეძლებს ამ თანხის გადახდას? კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ..." - ამბობს ეკა ურბელაშვილი.

დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა შესაძლებელია "ლიბერთი ბანკში"

ანგარიშის ნომერი: GE95LB0711142252014000

მიმღები: ეკატერინე ჩოხელიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი