ავტორი:

"ერთი ქალიშვილი მედიამაგნატია, მეორე - ყველაზე მდიდარი ქალი ყაზახეთში" - ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური და ოჯახური ცხოვრება

"ერთი ქალიშვილი მედიამაგნატია, მეორე - ყველაზე მდიდარი ქალი ყაზახეთში" - ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკური და ოჯახური ცხოვრება

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 29 -წლიანი მმართველობის შემდეგ, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ის ქვეყანას 1990 წლიდან მართავდა. რუსული მედიის ცნობით, ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. ნაზარბაევი, ამჟამად 78 წლის არის და პრეზიდენტობის კვალდაკვალ პარტია "ნურ ოტანს" ხელმძღვანელობს. ახალი პრეზიდენტის მოვალეობას სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს.

ნურსულთან ნაზარბაევის ახალგაზრდობა და პოლიტიკური კარიერა

uznayvse.ru-ის ცნობით, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ყაზახეთის პატარა სოფელ ჩემოლგანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ოჯახს უმძიმესი წლების გადატანა მოუწია... სკოლის დამთავრების შემდეგ ტემირატის მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, საიდანაც დნეპროძერჟინსკის სასწავლებელში ჩააბარა. იმავდროულად მუშაობდა "ინჟინერ-მეტალურგის" სპეციალობით. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი პოლიტიკური კარიერაც.

1973 წლიდან ის ქარხნის პარტიულ კომიტეტში გაწევრიანდა, მალე კი მისი მდივანი გახდა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური კარიერა აღმავლობისკენ დაიძრა. რამდენიმე წელში, ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს. 1989 წელს ის ყახაზეთის მეთაურად ერთხმად აირჩიეს. იმ წლებში, როგორც დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იქაც დემოკრატიული პროცესები დაიწყო. 1990 წელს ყაზახეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა, რომლის პირველი და უცვლელი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გახდა.

მას შემდეგ, ნაზარბაევმა ხუთჯერ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. მომავალი არჩევნები ყაზახეთში 2020 წელს არის დანიშნული. ცვლილებების თანახმად, ახალ პრეზიდენტს ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. ცენტრალური აზიის საკითხებში ექსპერტის არკადი დუბნოვის შეფასებით, ნაზარბაევის გადადგომა და ახალ პოსტზე გადასვლა, მისი ძალაუფლების გამყარებით არის განპირობებული. მისივე თქმით, ამ პოსტიდან ის მმართველი ძალის მუშაობას მაქსიმალურად გააკონტროლებს.

პირადი ცხოვრება

ნაზარბაევის პირველი ოფიციალური ცოლი სარა ნაზარბაევაა, რომელთანაც ოჯახი 1962 წელს შექმნა. მისგან სამი ქალიშვილი ჰყავს - დარიგა, დინარა და ალია. სამივე შვილი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული.

ნურსულთან ნაზარბაევი და მისი მეუღლე სარა ნაზარბაევა

ერთ-ერთი ქალიშვილი, დარიგა ადგილობრივი მედიაჰოლდინგის "ხაბარის" მფლობელია. პრეზიდენტის ერთ-ერთი ყოფილი სიძე, მედიამაგნატი რეხატ ალიევი, ადგილობრივი ბანკ "ნურბანკის" ხელმძღვანელის მოადგილის ჟოლდას ტიმრალიევის გატაცებაში იყო ბრალდებული.

მეორე ქალიშვილი დინარა Forbes-ის მონაცემებით, მთელი ყაზახეთში ყველაზე მდიდარ ქალად ითვლება. ის ეროვნული დანიშნულების მქონე საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს და ეროვნული პალატის წარმომადგენლის თემურ კულიბაევის ცოლია.

რაც შეეხება, მესამე ქალიშვილს ალიას, ის რესპუბლიკაში ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია. ადგილობრივი მედია, მას "მეცენატს" უწოდებს. როგორც ცნობილია, მას ქსელური კავშირების კომპანიებთან Dalacom-თან და Pathworld-თან საქმიანი ურთიერთობა აქვს. ნაზარბაევს 8 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს.

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

რუსეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-ში მედიის უფლებების კუთხით სიტუაცია დღითიდღე უარესდება