ავტორი:

"ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს - კომპანია შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს - კომპანია შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მობილური ოპერატორების ქსელი "ჯეოსელი" შეფერხებით მუშაობს. აბონენტები კავშირზე გასვლას ვერ ახერხებენ, ასევე არ მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი და ვებ-გვერდი. ცოტა ხნის წინ კომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა:

"ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე. კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი