ავტორი:

ბათუმსა და ბაქოში გადაღებული ბრიტანული შოუს თრეილერი ინტერნეტში გამოჩნდა

ბათუმსა და ბაქოში გადაღებული ბრიტანული შოუს თრეილერი ინტერნეტში გამოჩნდა

22 მარტს, ამ პარასკევს, პოპულარული სატელევიზო შოუს Grand Tour-ის მესამე სეზონის მორიგი მე-11 ეპიზოდი გავა Amazon Prime Video-ზე. სერია, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობენ უცვლელი წამყვანები - ჯერემი კალრკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი, საქართველოსა და აზერბაიჯანშია გადაღებული.

შეგახსენებთ, ეს ეპიზოდები საქართველოში შემოდგომაზე გადაიღეს, რის შემდეგაც გადამღებმა ჯგუფმა აზერბაიჯანში გადაინაცვლა. უკვე გავრცელდა გადაცემის თრეილერი, რომელშიც მთავარი აქცენტი ბათუმსა და ბაქოზეა გაკეთებული. კადრებში ბათუმის ნაცნობ ქუჩებსა და ტურისტულ ადგილებს იხილავთ.

როგორც განმარტებაში წერია, Grand Tour-ის ამ სერიაში მოგზაურობა იწყება შავი ზღვის სანაპიროდან და მთავრდება კასპიის ზღვასთან. ეს არის 1000 კილომეტრიანი მოგზაურობა სამი სუპერ-ავტომობილით - Aston Martin DBS, Bentley Continental GT და BMW M850i Coupe იხილეთ ვიდეო

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ