ავტორი:

ერთი სული მაქვს, როდის მეყოლება შვილი, რომ ყველაფერი მივცე, რაც მე არასდროს მქონია - იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერლის ემოციური პოსტი

ერთი სული მაქვს, როდის მეყოლება შვილი, რომ ყველაფერი მივცე, რაც მე არასდროს მქონია - იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერლის ემოციური პოსტი

იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენი საზოგადოება მატერიალიზმისა და ეგოიზმის პრინციპით ვითარდება, სადაც ცალკე პირი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთობა; სადაც ახალგაზრდა ადამიანებს ეშინიათ მომავლის, რომელსაც "ოჯახი" ჰქვია, ვინაიდან ისინი ჩვენი მთავრობების მიერ შექმნილი ეკონომიკური სირთულეებით არიან დათრგუნულნი; სადაც სიყვარულის რწმენას ვწყვეტთ, რადგან ის რაღაც ძველმოდურად და საერთოდ სისულელედ მიიჩნევა; სადაც ბავშვების ყოლის მხოლოდ იდეაც კი შიშს იწვევს.

ვფიქრობთ, რომ ახლა, 2019 წელს თავისუფალი ადამიანები ვართ (არასწორი გაგებით) და ამ ყველაფერზე დაფიქრების გარეშე, ცხოვრებით უნდა დავტკბეთ, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გავაკერპოთ და მხოლოდ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც კმაყოფილი არასდროსაა, რომელსაც ყოველთვის რაღაც უფრო მეტი უნდა, ვიდრე აქვს...

არასდროს შეწყვიტოთ სიყვარულის რწმენა, არადროს! დღეს მამის დღეა (19 მარტი) და მე არასდროს მქონია შესაძლებლობა ის მამაჩემთან ერთად აღმენიშნა, რადგან მამა ბავშვობაში დავკარგე. ამიტომ ერთი სული მაქვს, როდის მეყოლება შვილი, რათა მას მივცე ყველაფერი, რაც მე არადროს მქონია (მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი იმაზე მეტი იყო, ვიდრე კაი დედა და მამაც ჩემთვის, ეს მაინც არაა საკმარისი). შესაძლოა, ეს ჩემი იდეა ბევრმა არ გაიზიაროს, მაგრამ მომღერალი და კომპოზიტორი ვარ და როგორ შემიძლია მტკიცედ არ მწამდეს სიყვარულის და განვასახიერებდე მას?!...", - წერს ლუკა ჩიქოვანი.

ლუკა 1994 წელს თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როდესაც დედასთან იტალიაში გაემგზავრა საცხოვრებლად. თავიდან YouTube-ზე გამოქვეყნებული ქავერებით გახდა ინტერნეტსივრცეში პოპულარული, 2016 წელს კი საკუთარი ალბომი და კლიპი გამოუშვა. ხშირად იღებენ რეკლამებში.

გაიგეთ მეტი...

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს" - ლანა ღოღობერიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე