ავტორი:

რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? - კულუარული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობიდან"

რა ძველი წყენა გაუხსენა სააკაშვილმა მელიას? - კულუარული ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობიდან"

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის ამომრჩეველს მერის რიგგარეშე არჩევნებში, სანდრა რულოვსის კანდიდატურას შესთავაზებს.

მერობის კანდიდატად ყოფილ პირველ ლედიზე პარტიაში ფსონს იმ ფაქტორის გათვალისწინებითაც დებენ, რომ რულოვსმა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მიიღო მონაწილეობა და პირველ ტურში "ოცნების" კანდიდატთან თანაბარი ხმების რაოდენობა დააგროვა, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.

თუმცა, რულოვსმა, რომელიც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი იყო, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, რულოვსის კანდიდატურის მერის არჩევნებში წარდგენასთან დაკავშირებით, "ნაციონალების" შიდა სამზარეულოში საინტერესო ამბები დატრიალდა.

კერძოდ, როგორც წყარო გვიყვება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკანორ მელიამ პირდაპირ პარტიის პოლიტსაბჭოზე (რომელსაც რულოვსიც ესწრებოდა) შეიტყო, რომ ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდის მერად იყრიდა კენჭს.

პოლიტსაბჭოზე სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც მელიამ ჰკითხა, ნორმალური იყო თუ არა, რომ მან მხოლოდ შეკრებაზე გაიგო რულოვსის კანდიდატურასთან დაკავშირებით და მანამდე არავინ არაფერი უთხრა. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ეს იყო 2016 წლის ამბების გამოხმაურება“.

რა მოხდა 2016 წელს?

წყაროს ინფორმაციით, 2016 წელს სააკაშვილმა და მელიამ სატელეფონო საუბრისას იჩხუბეს. თუმცა, განსხვავებით სხვა თანაგუნდელებისგან, რომელთაც სხვადასხვა დროს ასევე ჰქონდათ "გაწევ-გამოწევა" ყოფილ პრეზიდენტთან, მელიამ ამის აფიშირება მოახდინა. კერძოდ, ამ ვერსიის მიხედვით, ნიკანორ მელიამ რამდენიმე თანაგუნდელს მოასმენინა მისი და სააკაშვილის ჩხუბის პერიპეტიები, რამაც ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყურამდეც მიაღწია...

თუმცა, ჩვენი წყაროს ცნობით, სააკაშვილმა 2016 წელს აღარ გაამწვავა ვითარება, რადგან პარტია ეშლებოდა - შეგახსენებთ, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო უგულავა-ბოკერია-ბაქრაძის ტრიო, რომელმაც „ევროპული საქართველო“ დაირქვა. 2019 წელს კი, სააკაშვილმა ძველი წყენა გაიხსენა...

სხვათა შორის, „ნაციონალთა“ გარკვეულ გუნდს პარტიის თავმჯდომარედ სწორედ ნიკანორ მელიას ხილვა სურდა, თუმცა სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. შესაძლოა, ეს ისევ 2016 წლის ამბების გახსენება იყოს, ან რაიმე ტაქტიკური ჩანაფიქრი და შესაძლოა, ორივე ერთად...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები