ავტორი:

ხანძარი კოსტავაზე მდებარე სასტუმროში - ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად გადაკეტილია

ხანძარი კოსტავაზე მდებარე სასტუმროში - ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად გადაკეტილია

კოსტავას N12-ში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გადაკეტილია.

აღნიშნულის გამო რუსთაველის გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საცობებია შექმნილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამასთან, შედეგად არავინ დაშავებულა.

დამწვარია დაახლოებით 250 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია