ავტორი:

გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

გურჯაანში გარემოს დაცვის რეგიონული სამსახურის უფროსი დაჭრეს

გურჯაანში გარემოს დაცვის კახეთი რეგიონული სამსახურის უფროსი ბესო შუბითიძე დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ბესო შუბითიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თანამშრომელთან ერთად, გეგმიურ შემოვლაზე გურჯაანში, მდინარე ალაზნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრაკონიერები შენიშნა.

"მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით. ორმა უცხო პირმა ჩვენი მისამართით ისროლა. მაქვს რამდენიმე ჭრილობა. ბრაკონიერებს ნიღბები ეკეთეათ და სახეები ვერ გავარჩიე" - განაცხადა ბესო შუბითიძემ. ის გურჯაანის საავადმყოფოშია მოათავსებული.

შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.

ყვარელში სუფრაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცია დაჭრილი

დავით ცინარიძემ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - "რუსთავი 2"

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცინარიძე დააკავეს