ავტორი:

27 მარტამდე საქართველოში წვიმა და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

27 მარტამდე საქართველოში წვიმა და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი

საქართველოში 27 მარტამდე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, საქართველოს უმეტეს რაიონებში 24 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში - თოვლი, ზოგან შესაძლებელია იყოს ქარბუქიც.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 5-10 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0; მაღალ მთაში კი -5. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, 7-12 გრადუსია მოსალოდნელი.

24-25 მარტს თბილისშიც ასევე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და დროგამოშვებით იწვიმებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება.

27-28 მარტს საქართველოში გამოიდარებს და დათბება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 17 გრადუსამდე.

თბილისშიც ასევე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით კი 15-17 გრადუსი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ