ავტორი:

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხდა. მატჩის დასაწყისშივე სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ რიკარდო როდრიგესის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია.

ამის შემდეგ, თამაში შვეიცარიელების მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, 44-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ვაკო ყაზაიშვილმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო მაღალ ტემპში დაიწყეს და უკვე 57-ე წუთზე ანგარიში სტივენ ცუბერმა გახსნა.

72-ე წუთზე, ანგარიშის გათანაბრება ვაკო გვილიას შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს მცირედით აცდა, 79-ე წუთზე კი, სტუმართა უპირატესობა ორამდე დენის ზაქარიამ გაზარდა.

შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ირლანდიის წინააღმდეგ 26 მარტს გამართავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი