ავტორი:

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაძარცვეს

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაძარცვეს

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილის რვა საათზე მოხდა.

როგორც "ინტერპესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება შესაბამისი მუხლით უკვე დაწყებულია და დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი არასრულწლოვანი პირის ვინაობა, რომელთაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს