ავტორი:

ხაშურში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, 33 წლის ქალს რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული

ხაშურში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, 33 წლის ქალს რამდენიმე ორგანო აქვს დაზიანებული

ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 33 წლის ქალი შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო.

როგორც ხაშურის საავადმყოფოს ექიმები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. საავამყოფოში ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ქალს აღნიშნული დაზიანებები დანით ქმარმა მიაყენა.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

იხილეთ ვიდეო: როგორია 33 წლის ქალის მდგომაროება, რომელსაც ხაშურში ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა - კადრები დანაშაულის ადგილიდან

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს