ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობა მისთვის დიდი პატივია.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის წარდგინების ჟამს. დიდი მადლობა თქვენ. მართლა პატივია ჩემს ასაკში, გარკვეული ცხოვრება გამოვლის შემდეგ, განსაკუთრებული ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა, ანალიზი, გამოსავლის მოძიება. თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, როგორც მოსახლეობით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც ამ უძველეს ქალაქს უდგას, განსაკუთრებით, ძველ რაიონებს. ეს პრობლემები, გაანალიზებული, გასიგრძეგანებული, დოკუმენტირებული იქნება პარლამენტში აღქმული. ჩემს საარჩევნო კამპანიას ვიწყებ იმით, რომ ღირსეულ ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით, ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს იმ ენაზე მოუბარი, რომელიც მოსახლეობის მიერ კარგად აღიქმება,“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

მედიასთან საუბრისას ლადო კახაძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის და ბიძინა ივანიშვილი იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა არ დაუკარგავთ.

„ამ დიდებულ და გამართულ ძალაში ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი, როგორიც დღეს გამოვლინდა და დადასტრუდა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომლებსაც მშობლების მიმართ პატივისცემა და დიდი კდემა არ დაგვიკარგავს, ასევე არ დაგვიკარგავს შვილების მიმართ განსაკურებული მზრუნველობა,“ - აღნიშნა ლადო კახაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში - გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში - გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში - გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე.

კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები