ავტორი:

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საგაზაფხულო აქცია გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საგაზაფხულო აქცია გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საგაზაფხულო აქცია გრძელდება. საქართველოშიTOYOTA-ს პირველმა ოფიციალურმა დილერმა აქცია 13 მარტიდან აამოქმედა.

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს, გაზაფხულის სეზონზე, ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას სპეციალურ ფასად სთავაზობს.

Corolla-ს მფლობელები, რომლებიც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩაერთვებიან, ძველი ზეთისა და ფილტრის შეცვლას ძრავის ახალი ორიგინალი ზეთითა და ფილტრით 100 ლარად შეძლებენ, Prius-ის, Camry-ს და Toyota RAV4-ის მფლობელებს კი ამ მომსახურებას 125 ლარად გაუწევენ.

დამატებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საგაზაფხულო აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცემს 10%-იანი ფასდაკლების ბარათს, რომლის გამოყენებაც ტოიოტას მფლობელებს სამომავლოდ, მრავალჯერადი მომსახურების მიღებისა და ავტონაწილების შეძენის დროს შეეძლებათ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მიერ საგაზაფხულო აქციის ფარგლებში შეთავაზებული ძრავის ზეთი და ფილტრები, არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ორიგინალი (იაპონური) წარმოების და დამზადებულია სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვის.

“ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული მაღალპროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებიც ასევე მზად არიან, მომხმარებელს მათთვის საჭირო ნებისმიერ ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწიონ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ საგაზაფხულო აქციაში ჩართვით, მომხმარებელი შეძლებს უმოკლეს დროში განაახლოს თავისი ავტომობილი და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოს.

აქციით სარგებლობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ.დილის 09:30-დან საღამოს 18:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 032 2511032 2 522 022;

www.toyota-tbilisi.com

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი