ავტორი:

ზუგდიდში დაკარგული 87 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ცხედარს რუხის ციხესთან მიაკვლიეს

ზუგდიდში დაკარგული 87 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს - ცხედარს რუხის ციხესთან მიაკვლიეს

ზუგდიდში, სოფელ რუხში ოთხი დღის წინ დაკარგული 87 წლის თალიკო პატარაია გარდაცვლილი იპოვეს.

ქალის ცხედარი მაშველებმა რუხის ციხესთან იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოხუცს ტალახში ფეხი ჩარჩა და ამოსვლა ვერ მოახერხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკარგულ ქალს 22 მარტიდან უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია