ავტორი:

რუსმა მამაკაცმა შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლა და დაანაწევრა - მედია სასტიკი მკვლელობის დეტალებზე

რუსმა მამაკაცმა შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლა და დაანაწევრა - მედია სასტიკი მკვლელობის დეტალებზე

რუსეთის 49 წლის მოქალაქე, რომელმაც შვედეთში, კალიქსის ლტოლვილთა თავშესაფარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მოკლა, დააპატიმრეს, მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

The Local-ის ინფორმაციით, ანდრეი მანკომ საქართველოს მოქალაქე მოკლა, დაანაწევრა და მდინარეში გადაყარა. მანკო და მისი მსხვერპლი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს, ოქტომბერში მამაკაცის სხეულის ნაწილები მდინარეში შემთხვევით იპოვეს.

მანკო რამდენიმე დღეში დააპატიმრეს, მან მკვლელობა აღიარა, თუმცა ამტკიცებს, რომ დანით შეიარაღებული მამაკაცისგან თავის დაცვას ცდილობდა და სწორედ ამიტომ მოკლა.

თავშესაფრის რუსმა მაძიებელმა ანდრეი მანკომ საქართველოს 39 წლის მოქალაქე, რომელსაც შვედეთში საცხოვრებლად საჭირო საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდა, სტოკჰოლმში გაიცნო და დათანხმდა, კალიქსში წაეყვანა და საკუთარ ოთახში რამდენიმე დღით დაეტოვებინა.

მანკოს თქმით, რამდენჯერმე დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა, რომ კალიქსის თავშესაფარში იყო მამაკაცი, რომელსაც არ ჰქონდა ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება. სასამართლომ მიიღო მხედველობაში, რომ მანკოს ეშინოდა საკუთარი მსხვერპლის, თუმცა დაზიანებები, რომელიც საქართველოს მოქალაქის სხეულზე იყო მიყენებული, მანკოს მიერ მოყოლილ დეტალებს არ ემთხვეოდა.

„მანკოს განცხადება, რომ მამაკაცი მას თავს დაესხა, სიმართლეს არ შეესაბამება. მან სულ მცირე ორი დარტყმა მიაყენა მსხვერპლს თავის არეში და იცოდა, რომ ეს დარტყმები ფატალური იქნებოდა,“ - განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა.

გამოცემა საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის ვინაობის შესახებ არაფერს წერს.

"როგორ ვიფიქრებდი, ჩემი ქმრის და დედამთილის მკვლელი, ასე ახლოს, მეზობლად დაიმალებოდა" - ყანდაურას მკვლელობის უცნობი დეტალები

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შსს ყანდაურას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს