ავტორი:

გოგონა, რომელმაც 4 წლის ასაკში პირველი წიგნი დაწერა - მსოფლიოს ყველაზე ნაკითხი ბავშვები

გოგონა, რომელმაც 4 წლის ასაკში პირველი წიგნი დაწერა - მსოფლიოს ყველაზე ნაკითხი ბავშვები

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დაუახლოვდეს წიგნებს. მისი მომავალი განვითარებისა და თვითრეალიზებისათვის აუცილებელია, მიიღოს სათანადო განათლება. წიგნებთან პატარა ასაკში დამეგობრება კი ხელს უწყობს ბავშვის აზროვნების განვითარებას, ლექსიკის გამდიდრებას, ორგანიზებულობის უნარის გამომუშავებას. წიგნთან ურთიერთობა ბავშვს მრავალ საკითხში უყალიბებს საკუთარ აზრს, შედეგად კი ვიღებთ დამოუკიდებელ, თავდაჯერებულ ადამიანებს, რომელთაც თამამად შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებისეული პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზნისაკენ სწრაფვა.

გაეცანით 6 ყველაზე განათლებულ ადამიანს მსოფლიოში, რომლებმაც წარმატებას წიგნის კითხვით ბავშვობიდანვე მიაღწიეს

1) სავლე აარონ კრიპკე

სავლე აარონ კრიპკე დაიბადა 1940 წლის 13 ნოემბერს ნიუ იორკში.

ცხრა წლის ასაკში ბერძენი მათემატიკოსების ნამუშევარები უკვე წაკითხული ქონდა. სანამ სკოლას დაამთავრებდა, მან გამოუშვა კომპლექსური მათემატიკური პრობლემების მსჯელობები და 17 წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი ნაშრომი თეორიულ მოდალურ ლოგიკაში.

2) არფ ყარიმი

არფ ყარიმი იყო პაკისტანელი სტუდენტი, რომელიც 1995 წლის 2 თებერვალს დაიბადა. 8 წლის ასაკში ის დაინტერესდა მაიკროსოფტის შესახებ ინფორმაციით და 2006 წელს ის მაიკროსოფტის სერთიფიცირებული პროფესიონალი წევრი გახდა.

3) კელვინ დოე

კელვინ დოე არის ინჟინერი, რომელმაც ეს პროფესია წიგნების დახმარებით დამოუკიდებლად შეისწავლა 13 წლის ასაკში. იმავე წელს მან გამოიგონა ბატარეები, FM გადამცემი, ხმის გამაძლიერებელი ასევე ჯართის გამოყენებით შექმნა მიკროფონი.

მისი გამოგონებების დამსახურებით, მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში „პრაქტიკოსი პროგრამისტების“ გუნდში.

4) ტრისტან პანგი

ტრისტან პანგი დაიბადა დასავლეთ ინგლისში. ის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტია ოკლენდის უნივერსიტეტში, სადაც მათემატიკასა და ფიზიკას სწავლობს. ადრეულ ასაკში გატაცებული იყო ალბერტ აინშტაინის ნამუშევრებით და 11 წლის ასაკში მან კემბრიჯის გამოცდების საუკეთესო შედეგი აჩვენა.

5) გრეგორი სმიტი

გრეგორი სმიტი დაიბადა 1989 წელს. ის ოთხჯერ დააჯილდოვეს ნობელის პრიზით. 12 წლის ასაკში მიიღო პირველი ნომინაცია და გახლდათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურების და ნობელის პრემიის ლაურიატების კომპანიაში.

6) დოროთი სტრიტი

ბოლოს წარმოგიდგენთ დოროთი სტრიტს, რომელიც დაიბადა 1958 წლის 25 მაისს, ვანშინგტონში. მან 4 წლის ასაკში დაწერა საკუთარი წიგნი „ როგორ დაიწყო მსოფლიო 1962 წელს“ და გამოსცა 1964 წლის აგვისტოს თვეში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს