ავტორი:

სათამაშოები, რომლებიც პატარებს გონებრივ განვითარებაში ეხმარება

სათამაშოები, რომლებიც პატარებს გონებრივ განვითარებაში ეხმარება

ბავშვობა ის პერიოდია, როდესაც ადამიანები სამყაროს ეცნობიან და ცდილობენ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ამ დროს იწყება პიროვნებად ჩამოყალიბება, ამიტომ, აუცილებელია, რომ თავიდანვე დიდი ყურადღება ეთმობოდეს ბავშვის სწორად განვითარებას. მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ პატარ-პატარა პრობლემების გადაჭრას, გამოსავლის მოძებნას. თამაშით უნდა შევეცადოთ, რომ გონება გავავარჯიშებინოთ. ამისთვის კონსტრუქტორები ძალიან კარგი საშუალებაა, აწყობისას ბავშვი მთელი არსით კონცენტრირებულია ერთ საგანზე და ცდილობს დილემის გადაჭრას. თამაშით პატარა არ იღლება და ამის პარალელურად კოორდინაციის, ფანტაზიის უნარი უვითარდება. იწყებს დეტალებზე კონცენტრირებას. ხშირად თვლიან, რომ კონსტრუქტორები მხოლოდ ბიჭებისთვის შეიძლება იყოს კარგი საჩუქარი, მაგრამ რეალურად გოგონების განვითარებისთვისაც აუცილებელია მსგავსი სათამაშოები. ცოტაა ისეთი ბრენდი, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენელი ბავშვებისთვის ამზადებს კონსტრუქტორებს და ორივეს ინტერესებს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. ჰოლანდიური წარმოების ბრენდ "Sluban"-ის პროდუქცია სწორედ ასეთია. ეს კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება, რომ მისი სათამაშოები ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და სწორედ ამიტომ, ყველაფერს ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოს ამზადებს. ბრენდი გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებითაც. დღეს უკვე საქართველოშიც შესაძლებელია "Sluban"-ის მიერ შექმნილი კონსტრუქტორების შეძენა მაღაზიათა ქსელში "პეპელა". წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

წაიკითხეთ ვრცლად

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი