ავტორი:

ცნობილი ჰოლანდიელი სცენარისტი საქართველოში ორ ფილმზე იმუშავებს

ცნობილი ჰოლანდიელი სცენარისტი საქართველოში ორ ფილმზე იმუშავებს

ჰოლანდიელი სცენარისტი რულოვ იან მინებო საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. კინოკომპანია „ვაგონეტთან“ ერთად სცენარისტი ორ ფილმზე მუშაობს - „მთვარე მამაა ჩემი“ და „მშვენიერი ელენე“.

მსოფლიოში ცნობილი სცენარისტი უკვე თანამშრომლობდა კომპანია "wagonnet"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, რეჟისორ გიორგი ოვაშვილთან ფილმებზე - „სიმინდის კუნძული“ და „ხიბულა“.

"კომპანია "ვაგონეტი" ახალი პროდაქშენ სტუდიაა, რომელსაც აქვს განვითარებს ძალიან დიდი პერსპექტივა და მე მოხარული ვარ, რომ ორ პროექტზე ვთანამშრომლობ მათთან. მე და გიორგი ოვაშვილი ამ ახალი ფილმების სცენარზე ერთად ვმუშაობთ", - ამბობს სცენარისტი.

პროფესიით ისტორიკოსი მინებო საქართველოს უნიკალურობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის სტუმართმოყვარეობას:

"რაც საქართველოში განსაკუთრებით მომწონს, ეს არის მდიდარი კულტურა. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებული ხიბლი აქვთ. მეორე, ეს არის ქართველების არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობა და მესამე - ტემპი, რომელიც მე მაოცებს და მხიბლავს" - აღნიშნა სცენარისტმა საუბრისას.

ვიზიტის ფარგლებში რულოვ იან მინებო ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" ესტუმრა და თავისი გამოცდილება გაუზიარა ქართველ კოლეგებს:

"მე მოვხვდი ძალიან აქტიურ, კრეატიულ და ამბიციურ კომპანიაში. გაოცებული ვარ იმ სურვილებით და შესაძლებლობებით, რაც ვნახე. აქ ძალიან დინამიური და ამასთან, პოზიტიური გარემოა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ!" - აღნიშნა ჰოლანდიელმა სცენარისტმა "პალიტრანიუსის" თანამშრომლებთან შეხვედრისას.

რულოვ იან მინებო ამსტერდამის თეატრალური ჯგუფის SLAPELOZEN თავმჯდომარეა, ასევე ხელმძღვანელობს სამსახიობო ხელოვნების სკოლას - De Trap. მის ფილმოგრაფიაშია ისეთი ფილმები, როგორიცაა: ხიბულა (საქართველო); "ყვავები პურის ყანაში" (ჰოლანდია); სკოპიეს გათავისუფლება (მაკედონია); სიმინდის კუნძული (საქართველო), რომელიც კარლოვი ვარის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. კიდევ ერთი ფილმი მისი ფილმოგრაფიიდან - The Owners/მფლობელები კანის კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამის მონაწილე იყო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება