ესპანეთის პრემიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ნაკრების გამარჯვებამ ააცრემლა

ესპანეთის პრემიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ნაკრების გამარჯვებამ ააცრემლა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ აღიარა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მისი ქვეყნის ეროვნული გუნდის გამარჯვების გამო თვალს სიხარულის ცრემლი მოადგა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

საპატერომ აღნიშნა, რომ ცრემლები მისთვის უჩვეულოა, რამდენადაც ემოციების მოთოკვა არასდროს უძნელდებოდა.

თურმე პრემიერმა ჰოლანდიის ნაკრებთან ესპანელთა გამარჯვება კატალონიური ცქრიალა ღვინით აღნიშნა. ქვეყნის უპირველესი გუნდის წარმატებაში სწორედ კატალონიური კლუბის "ბარსელონას" ფეხბურთელებს მიუძღვით უდიდესი წვლილი. 

საპატერომ ამ გამარჯვებას "გმირული" უწოდა და აღნიშნა, რომ მატჩის 120 წუთი მისთვის უაღრესად დაძაბული გამოდგა, რადგან "ჩვენ ყველას პენალტების სერიის გვეშინოდა".

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო