ავტორი:

ქურდობის და ძარცვის ფაქტები ავჭალაში, თემქაზე, გლდანში და მუხიანში - ვინ დააკავა შსს-მ

ქურდობის და ძარცვის ფაქტები ავჭალაში, თემქაზე, გლდანში და მუხიანში - ვინ დააკავა შსს-მ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, თემქის დასახლებაში, გლდანულაში, გლდანში, მუხიანში მომხდარი ქურდობის და ძარცვის ფაქტები გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ე.წ. „მუხიანის დაჩების“ დასახლებაში, მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობის დროს დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ასევე, სამართალდამცველებმა გლდანში, სანზონასა და გლდანულის დასახლებაში მდებარე მაღაზიებიდან ფულის, სეიფის, სამშენებლო აპარატურისა და სიგარეტების ქურდობის 5 ფაქტი გახსნეს - მხილებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 4 პირი: 2003 წელს დაბადებული ლ.მ. 1974 წელს დაბადებული ზ.მ. 1998 წელს დაბადებული ლ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები მათი საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა მუხიანსა და თემქის დასახლებაში მომხდარი ძარცვის 2 ფაქტიც გახსნეს.

„პოლიციამ ძარცვაში ბრალდებული ერთ პირი სამტრედიაში იმ დროს დააკავა, როდესაც ის საქართველოდან გამგზავრების მიზნით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემართებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა - 1985 წელს დაბადებულმა ლ.კ.-მ მიმდინარე 21 მარტს ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული მობილური ტელეფონი.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება ძარცვის მეორე ფაქტს, უწყების ინფორმaციით, სამართალდამცველებმა გლდანში უცხო ქვეყნის მოქალაქის ძარცვის და მობილური ტელეფონის გატაცების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს არასრულწლოვანი, წარსულში ქურდობის ბრალდებისგან განრიდებული, 2001 წელს დაბადებული ს.ბ. პოლიციამ ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს