ავტორი:

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა

ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით ერთი საათის წინ მოათავსეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სიმამრმა დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ბარძაყის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნება.

"შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

როგორც „ინტეპრრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც და ჩაკეტილი ჰყავდა და ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

სროლა ახალქალაქში, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო