ავტორი:

"ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერიათ ხელი..." - ზუგდიდში მომხდარი კონფლიქტის დეტალები, სადაც მამაკაცს სამჯერ ესროლეს

"ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერიათ ხელი..." - ზუგდიდში მომხდარი კონფლიქტის დეტალები, სადაც მამაკაცს სამჯერ ესროლეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყარომ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა და ბრალდებულის ქალიშვილმა ხელი ჩუმად მოაწერეს, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.

„გოგო პირველ კურსზეა, ერთმანეთს ხვდებოდნენ. როგორც მე ვიცი, ამის რისი წინააღმდეგიც იყო გოგოს მამა. უთქვამს სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო. თუმცა ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერით ხელი. ბიჭი საზღვარგარეთიდან არის დეპორტით ჩამოყვანილი და ცოლის გვარზეა გადასული. ეს ყველაფერი გაიგო მამამ და სავარაუდოდ, ეს გახდა დაჭრის მიზეზი“, - ამბობს წყარო.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩაში სამჯერ ესროლეს. შემთხვევა მეორე სკოლასთან მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია