ავტორი:

რა კომენტარს აკეთებენ მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე

რა კომენტარს აკეთებენ მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე

ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც სამეგრელოსთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს ეხებოდა.

გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება.

არ მახსენდება არც ერთი დღე, როცა ბიძინა ივანიშვილი არ იყო აქტიური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, კონკრეტული ვიზიტი პირველი პრეზიდენტის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდებოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა და აქვს უფლება, იაროს ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის.

"რეგიონებში ყოველთვის დადიოდა, თუმცა დღეს მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს 80 წელი შეუსრულდებოდა, იგეგმება ბევრი ღონისძიება, მათ შორის, იმ ადგილების აღდგენა, სადაც მან ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა. ეს კონკრეტული გასვლა არ არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, თუმცა ის არის პარტიის თავმჯდომარე და ბუნებრივია, მივა ყველგან, სადაც საჭიროდ ჩათვლის"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს გუშინ ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი, ასევე ასაშენებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმაადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა.

„მე მგონია, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი საქართველოდან და უცხოეთიდან სტუმრობს. ამ დღეს (ვლაქერნობას), მომლოცველებს საშუალება აქვთ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი მოილოცონ.

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები