ავტორი:

რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას მამასთან ერთად ემსხვერპლა - თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა

რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ავიაკატასტროფას მამასთან ერთად ემსხვერპლა - თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გერმანიაში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

55 წლის ნატალია ფილევა, რომელიც რუსული ავიაკომპანია S7-ის თანამფლობელია, 6 ადგილიან კერძო თვითმფრინავში იჯდა, რომელიც ფრანკფურტთან ახლოს ჩამოვარდა და აფეთქდა. რუსული მედია წერს, რომ ბორტზე ფილევას მამაც იმყოფებოდა.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა.

გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, ფილევა 600 მლნ დოლარის ქონებას ფლობდა და რუსეთში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მეოთხე ადგილი ეკავა.

გერმანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ცხედრები აფეთქების შედეგად თვითმფრინავშივე დაიწვა, გარდაცვლილების იდენტიფიკაციას კი რამდენიმე დღე დასჭირდება.

თვითმფრინავი საფრანგეთიდან გერმანიაში, ქალაქ ეგელსბახში მიფრინავდა, თუმცა ფრანკფურტიდან დაახლოებით 7 კმ-ს მოშორებით, მინდორში ჩამოვარდა.

ტრაგედიის ადგილას რამდენიმე წუთის შემდეგ კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა - პოლიციის მანქანას, რომლითაც სამართალდამცველები ჩამოვარდნილი თვითმფრინავისკენ მიდიოდნენ, გზაზე ორი მანქანა შეეჯახა. შედეგად „ოპელში“ მჯდომი ორი ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციელები კი მძიმედ დაშავდნენ.

გარდაცვლილები 24 წლის ბიჭი და 22 წლის გოგო არიან.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ცნობილი არ არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე