ავტორი:

თბილისის შემოგარენში დათოვლილ გზებს ტექნიკა წმენდს - ნახეთ ფოტოები

თბილისის შემოგარენში დათოვლილ გზებს ტექნიკა წმენდს - ნახეთ ფოტოები

თბილისში ნანატრი თოვლი ძალიან დაგვიანებით, 1-ელ აპრილს მოვიდა. დედაქალაქის შემოგარენში ნალექი რამდენიმე სანტიმეტრზე დაიდო კიდეც. ამის ამსახველ ფოტოებს თბილისის მერია ავრცელებს და იუწყება, რომ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ავტოტრანპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. პრობლების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე - 2722222" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. თბილისში 1 აპრილს, დღის პირველ ნახევარში ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის ბოლოს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 2 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ