ავტორი:

"დაველოდოთ 5 აპრილის ახალმთვარეობას..." - რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო კვირისა და თვის განმავლობაში

"დაველოდოთ 5 აპრილის ახალმთვარეობას..." - რას ურჩევენ ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო კვირისა და თვის განმავლობაში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო თვის ასრტოლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აპრილში პლანეტები ბევრად უფრო სასიკეთო ენერგეტიკას გვაწვდიან, ვიდრე გასული თვის მანძილზე და მეც, სწორედ ამის შესახებ მინდა რომ გესაუბროთ. ამ თვეში 3 პლანეტა შებრუნდება და რეტროგრადულ სვლაზე გადავა. ესენი გახლავთ იუპიტერი, პლუტონი და სატურნი. რაც ძალიან კარგია, რადგან საშუალებას მოგვცემს უფრო დაფიქრებით და დინჯად ჩავუღრმავდეთ იმ საკითხებს, რასაც ეს პლანეტები კურირებენ ჩვენს ცხოვრებაში.

იუპიტერსა და სატურნს სოციალურ პლანეტებს ვუწოდებთ ასტროლოგები, რაშიც ვგულისხმობთ, რომ მათი ზეგავლენა ძირითადად იმაზე აისახება, თუ როგორ ვიმკვიდრებთ თავს სოციუმში, როგორ ვვითარდებით - საფეხურებრივად თუ ნახტომებით, მისაღები თუ მორალურად მიუღებელი ხერხებით... აი, ეს თემები უნდა გახდეს ჩვენი ფიქრისა და ანალიზის საგანი. დავუკვირდეთ - რას ვაკეთებთ სწორად, რამ მოიტანა შედეგი, რამ ვერა. გამოვიტანოთ დასკვნები და აღვიჭურვოთ შესაბამისად. კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად წინსვლისთვის.

დაახლოებით მომდევნო 5 თვე ხელსაყრელია იმ ადამიანებისათვის, ვისაც იუპიტერი და სატურნი რეტროგრადული ჰყავთ. ჩაიხედეთ თქვენს პირად რუკაში, ამ პლანეტის გასწვრივ უნდა ლათინური R უნდა ეწეროს. თუ ასეთი სიმბოლო თქვენს სოციალურ პლანეტებთან არ ზის, მაშინ ეს თვეები განვლილი პერიოდის ანალიზს სჯობია, დაუთმოთ და აქტიურ შემტევ ქმედებებზე უკვე შემოდგომიდან გადახვიდეთ.

რაც შეეხება აპრილის პირველ კვირას - მერკურისა და სატურნის ჰარმონიული ასპექტის წყალობით ეს მშვენიერი პერიოდია ელექტროტექნიკის შეძენისათვის - რადგან ასეთ დროს შეძენლი საქონელი პრაქტიკულობით და გამძლეობით გამოირჩევა ხოლმე. თუმცა ჯერ ისევ ძალაშია მერკურისა და ნეპტუნის შეერთება და შესაძლოა ამან არჩევანის ჩამოუყალიბლებობაზე იმოქმედოს, ვერ გავარკვიოთ რა გვინდა, რა უფრო გვირჩევნია.

პირველი კვირის მანძილზე ლიბიდო პლანეტები - მარსი და ვენერა, შეიძლება ითქვას, ისვენებენ, მათ არანაირი ასპექტები არა აქვთ სხვა პლანეტებთან. ასტროლოგიური ტერმინი რომ ვიხმაროთ - "შახტაში არიან". შესაბამისად, სასიყვარულო სფერო ამ კვირაში ნაკლებად აქტიურია, კლებულობს სექსუალური აქტიურობაც. ამასთან ერთად, ლიდერობის მოთხოვნილებაც არაა გამოკვეთილად მაღალი. და ალბათ არცაა საჭირო, რადგან სჯობს ჯერჯერობით, მთვარის დაღმავალ ფაზაზე არაფერი წამოვიწყოთ და დაველოდოთ 5 აპრილის ახალმთვარეობას ვერძის ნიშანში, ამის შემდგომ კი მართლა ძალიან კარგი დროა უკვე გონებაში კარგად დაწყობილი გეგმების განხორციელებისათვის. განსაკუთრებით კი იმ საქმეებისათვის, რომლებიც სიახლეებზე და ცვლილებებზეა ორიენტირებული.

მერკურისა და სატურნის სექსტილი, რომელიც ზევით ვახსენეთ, იმითაც არის კარგი რომ სატურნის წყალობით საღი აზრი კონტროლს უწევს ჩვენს გონებას და არ აძლევს საშუალებას იმ ილუზიებში აიხლართოს, რასაც მერკურის თევზებში ყოფნა განაპირობებს. მთლიანობაში სურათი პოზიტიურია, რადგან მთავარ, წამყვან ფაქტორად ცის კაბადონზე წარმოქმნილი მზისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი გვევლინება, რომელიც ქმედებებისა და თვითრეალიზაციისაკენ გვიბიძგებს და რომელიც თითქმის მთელი თვის მანძილზე იქნება აქტიური. ამიტომ ეს კვირა, მოდით, დავუთმოთ გეგმების დალაგებას და უკვე მომავალი კვირიდან შევუდგეთ მათ რეალიზირებას. მომდევნო ორშაბათს უკვე თამამად გეტყვით - ენდეთ საკუთარ ძალებს, საკუთარ შესაძლებლობებს და იმოქმედეთ!"

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ