ავტორი:

Menu.ge პირველად საქართველოში დრონით მიტანის სერვისს ამატებს

Menu.ge პირველად საქართველოში დრონით მიტანის სერვისს ამატებს

Menu.ge დრონით საჭმლის მიტანის მომსახურებას ამატებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დრონით მომსახურების სერვისი შეეხება ცენტრალურ უბნებს და ისეთ შეკვეთებს, რომლებიც რესტორნიდან 10-12 წუთის საფრენ მანძილზე იქნება.

პირველ ეტაპზე, აუცილებელი მოთხოვნა დიდი ეზო ან დიდი აივანია, რომ დრონს საკმარისი სივრცე ჰქონდეს დაფრენისათვის. თავის მხრივ, მომხმარებელი უნდა დაელოდოს დრონის სრულ გაჩერებას და შემდეგ უნდა გახსნას საკუთარი შეკვეთა.

„ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება საკვების მიტანის დრო და დრონით მიტანის სერვისის დამატება ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობს. დრონს არ ეხება საცობებისა და ამინდის პრობლემა. თანაც, საფრენი მანძილი ჩვეულებრივ მანძილზე გაცილებით მოკლეა” - ამბობს Menu.ge-ს დირექტორი თამარ არევაძე.

ასეთ შეკვეთებზე, კომპანია მიტანის საფასურს არ ითხოვს. დრონის ადგილზე მისვლისთანავე, მომხმარებელი სპეციალურ შეტყობინებას, აპლიკაციით მიიღებს.

„დრონის უსაფრთხოება დაცულია სპეციალური სისტემითა და კამერებით, ყუთის გახსნას კი მხოლოდ ის მომხმარებელი შეძლებს, ვისაც სპეციალური კოდი ექნება“ - ამბობს არევაძე.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სერვისი სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის