ავტორი:

უბედური შემთხვევა პანკისში - 11 წლის გოგონა თამაშის დროს სახლის სახურავზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა პანკისში - 11 წლის გოგონა თამაშის დროს სახლის სახურავზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და გარდაიცვალა

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 11 წლის გოგონა ძმასთან ერთად თამაშობდა.

იგი სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა, რა დროსაც თავსაბურავით ჩამოეკიდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიზეზების დასადგენად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო