ავტორი:

"ზოგჯერ მინდება ძველი დროის დაბრუნება..." - ნუკი კოშკელიშვილი დედების სტრესულ ემოციებზე

"ზოგჯერ მინდება ძველი დროის დაბრუნება..." - ნუკი კოშკელიშვილი დედების სტრესულ ემოციებზე

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 11 თვის ბიჭის დედაა. მან შვილი 27 ივნისს აშშ-ში გააჩინა. მოდელი "ინსტაგრამზე" წერს, რომ შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს, ორსულობის დროს მომატებული კილოგრამების დაკლება კი ძალიან გაუჭირდა. კოშკელიშვილი ფორმაში ჩადგომას ზაფხულში გეგმავს, როცა შვილს ბუნებრივ კვებას შეუწყვეტს. ნუკი მომატებულ კილოგრამებთან და დედობასთან დაკავშირებულ საკუთარ ემოციებს სოციალურ ქსელში მის follower-ებს ვრცელი პოსტებით უზიარებს:

"იმ ეტაპზე ვარ, როცა მოტივაცია დავკარგე. აი, ძალიან რომ დაღლილი ხარ ყოველდღიური ამბებით და აღარც გახსოვს, პრინციპში, როგორი იყავი 10 კილოს წინ. ეჰჰჰ 10 კილო ჯანდაბას, ადრე თუ გვიან წავა. აი წლებს რა ვუყოთ?! ვიცი ბევრი მეცემა და დამიწყებს - ოჰ შენ 28 წლის ხარ, რა გენაღვლება. მაგრამ იცით რა არის, საშინელი უსამართლობაა ეს დრო. აი კაცები ასაკში მხოლოდ უკეთესდებიან (უმეტესობა) და ჩვენ რა დავაშავეთ და არც არასდროს უწევთ პამპერსების ცვლა, თუ გამოცვალეს, სიგელი გადმოეცემათ საზეიმო პირობებში. არა, ყველა ასაკს კი თავის ხიბლი აქვს და უნდა მოირგო და შეირგო. უბრალოდ ეს გარდატეხა მაინც ჭირს. რომ უყურებ ახალგაზრდა თაობას, და ის კი არ გაწუხებს ვინ უკეთ გამოიყურება, შეიძლება, სულაც ჯობდეს 60 წლის ქალი 18 წლის გოგოს. მაგრამ ის, რომ მათ მთელი ცხოვრება წინ აქვთ, ინტრიგები, სიყვარულები, კარიერა, დამარცხება, აღორძინება, ყველაფერი! მარტო მე მშურს მათი?! თუ ერთადერთი ვარ ასეთი, ბოროტი ვყოფილვარ. ზოგჯერ მეფიქრება და მინდება ძველი დროის დაბრუნება, სტუდენტობა, ჟრიამული. სწორად გამიგეთ - ახლანდელ რეალოიბას არაფერი მირჩევნია, მაგრამ გული რომ არ ბერდება ზოგჯერ ცოტა გაფართხალება გინდა... ახლა ვწერ და ბავშვის ფაფა მაქვს თმებში... ხოდა აი. მიდი და ნუ დაიბოღმები უდარდელ ახალგაზრდებზე და უბერებელ მამაკაცებზე".

"აუ, არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო და არ გამოვიყენო ჩემი მკითხველების რაოდენობა პროპაგანდის გასაწევად... არ ინერვიულოთ, პოლიტიკაზე არ დავიწყებ ქადაგებას. ისევ ძველებურად ჩემს, ქალურზე მოგიყვებით. ახლა მოდაშია ბავშვის გაჩენის შემდეგ ეგრევე გადაკვრა, რომ შეინარჩუნო ფორმები (დამიჯერეთ ჩემზე მეტად ეს არავის აწუხებს). ზოგი ფორმების შენარჩუნებას, ზოგი გაუსაძლის ტკივილს, ზოგი რას და ზოგი რას ასახელებს ბუნებრივ კვებაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად. ყველაფერი ჩამომეტყლარჭა, პირველი ორი თვე მიქვავდებოდა, მიჩირქდებოდა, მტკიოდა. მაგრამ ნამუსმა თავისი ქნა და არ შევწყვიტე ჭმევა. კი მესმის, რომ არც არაფერი მოუვა იმ ბავშვს, თუ არ აჭამე, მაგრამ როგორი საოცრებაა, როდესაც ჩვენი ორგანიზმი ქმნის "ექსკლუზიურად" ჩვენი ბავშვისთვის საარსებო საკვებს. დედის ორგანიზმმა, იცის რა უნდა მის შვილს და სწორად იმ რაოდენობით აწვდის ვიტამინებს, თუ მინირალებს, თუ ცილებს, თუ რაც სჭირდება. ახლა იმიტომ ვწერ, რომ გუშინ კბილი დამეშალა და დღეს ექიმმა მითხრა ეს იმიტომ, რომ ბავშვს აჭმევ, მას სჭირდებოდა ეტყობა ამ ბოლო დროს ბევრი კალცი და შენ მოგაკლდაო (მართლაც ბოლო ერთ თვეში, ოლივერს 6! კბილი ამოუვიდა). აი ხომ დავზარალდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ არც ერთი წუთით, რომ ჯერ კიდევ ვაჭმევ და ვაპირებ ასე 1 წლამდე გავაგრძელო. დაფიქრდით, ხალხი მილიონებს იხდის, რომ დიზაინერმა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კაბა შეკერონ და ბუნება აბსოლუტურად უფასოდ ასაჩუქრებს თქვენს პატარას მხოლოდ მისთვის შექმნილი ოქროს სითხით (ეს მაგალითი ერთხელ მეგობარმა მომიყვანა და კარგად ჩამრჩა) მოკლედ, არ დაიზაროდ რა ქალბატონებო, ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ. ცოტა გავიჭირვოთ, სამაგიეროდ იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ბოლოს და ბოლოს ეკონომიაც გამოგვივა. ახლა თან ხომ გასამხნევებელი გამომივიდა ეს პოსტი, მაგრამ ნეტავ იცოდეთ ამავდროულად რა დაქანცული ვარ ამ ჭმევის გამო (მგონი ცოტა თავსაც ვიწყნარებ, აქ რომ ვწერ) ერთი ის მამშვიდებს, რომ ძალიან მომენატრება ეს მომენტები ცოტა რომ წამოიზრდება..."

"რატომ არის ქალებში სულ ბრძოლა იმაზე, ვინ უფრო კარგად ზრდის ბავშვს. აი ჩემი თვითონ იძინებს, აი ჩემი არ ტირის, აი მე ცალკე დავაწვინე პირველი დღიდან. და რაც მთავარია, კაი ჯანდაბას, იმარიაჟონ, მაგრამ ვაი და, შენ სხვანაირად ზრდი, ისე გკიცხავენ, გეგონება, ბებიაჩემი რომ არ აბლენდერებდა საჭმელს, მაგიტომ ვერ გაიზარდა ჯერ დედაჩემი და მერე მე ნორმალური და ჯანმრთელი. კარგით რა, ცოტა ნაკლები პათოსი და მეტი სიყვარული უნდა დავუთმოთ ბავშვს. ჩემ შვილს ჩემთან სძინავს, თავიდან სულ პატარა რომ იყო, იწვა ლოგინში და ვიყვანდი ვაჭმევდი და უკან ვაწვენდი, მაგრამ მე ამეკვიატა ნერვიულობა, რომ რამე არ მოუვიდეს და მე არ ჩამეძინოს, მოკლედ ნელ-ნელა ჩემთან გადმოვიწვინე და ცოტა ამოვისუნთქე, რადგან პირველი სამი თვე მგონი არ მძინებია საერთოდ და გამოუძინებელი დაქანცული დედა არამგონია მაინც და მაინც სასარგებლო იყოს ბავშვისთვის. და ახლა რომ არ მოგატყუოთ, ისე მომწონს, რომ ღამე ვეხუტები და ვკოცნი, ერთი სული მაქვს საღამო დადგეს რომ ერთად დავიძინოთ, თან სანამ ვაჭმევ მიადვილდება. რასაკვირველია, მუდამ არ იქნება ჩვენთან, გადავაწვენ მალევე, მაგრამ შემარგონ ეს ცოტა ხანი. სულ მესმის - "გაიზრდებიან, გაძაღლდებიან ვეღარც მოეფერები". ამას იმიტომ ვწერ, ყველა ვინც მხვდება მარიგებს ჭკუას, არ შეიძლება ასე, უნდა ქნა, ისე. ამას რატომ აჭმევ, ის მიეცი, ეს რატომ და ის რატომ არა. ვაიმე აცრა როგორ შეიძლება, ვაიმე აცრის გარეშე როგორ შეიძლება. მგონი ეს არის მთავარი მიზეზი რძალ-დედამთილს შორის უთანხმოებების. ადამიანები ვართ და აღზრდის მეთოდებზე ვერასდროს ვერ შეჯერდება ორი ქალი. ხოდა ხომ არ ჯობია პატივი ვცეთ ერთმანეთს და ჩვენთვის დავიტოვოთ ეს აზრები?! დედობა ისეთი საპასუხისმგებლო და რთული საქმეა, ისედაც საკმარისზე მეტი სტრესი მოზდევს თან, რომ კიდევ გარშემომყოფებმა განერვიულონ იმაზე, რომ ყველაფერს არსწორად შვები. თუ დედები მკითხულობთ. გაითვალისწინეთ რჩევები, მაგრამ არ დაკომპლექსდეთ. მთავარია გიყვარდეს და გაუფრთხილდე და იდეალური აღზრდა სულაც არ არის ბავშვის ბედნიერების გარანტი. დედობა ისეთი რთულია, ერთ დღეს რომ გადააგორებ და არაფერს იტკენს, ნაჭამია და ბედნიერი, ეს უკვე გმირობაა, არ ინერვიულოთ არაფერზე. თქვენს პატარას დანევროზებული დედა არ სჭირდება".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს