ავტორი:

წიგნის ჩუქების დღე - წამოწყება, რომელშიც ცნობილი ადამიანები აქტიურად ჩაერთვნენ!

წიგნის ჩუქების დღე - წამოწყება, რომელშიც ცნობილი ადამიანები აქტიურად ჩაერთვნენ!

აჩუქე წიგნი! ახალი საყოველთაო გამოწვევა საყვარელი ადამიანების გასახარებლად! 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - გიორგი კეკელიძემ კი საზოგადოებას ძალიან კარგი იდეა შესთავაზა - მან ეს დღე წიგნის ჩუქების დღედ დააწესა და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება აქციაში, მით უფრო ტრადიციულ და მასშტაბურ სახეს მიიღებს იგი. ლიტერატურა, წიგნი, მისი განხილვა ადამიანებს კიდევ უფრო აახლოვებს ერთმანეთთან, ამიტომ ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ ერთ საინტერესო და სახალისო დღესასწაულად იქცევა, წიგნების ჩუქება კი სასიამოვნო ჟესტად.

წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ქალები კი მხოლოდ მათ რჩეულ მამაკაცებს - წიგნებს. წიგნი იმ დროში დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ ამის საშუალება მხოლოდ დიდგვაროვანი წრეების წარმომადგენლებს ჰქონდათ. 1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ. მისი აღნიშვნდა 1996 წლიდან დაიწყო. იუნესკომ, პირველ რიგში, ამით ახალგაზრდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ეკითხათ.

აქციაში საზოგადოებისათვის ცნობილი ბევრი ადამიანი უკვე ჩაერთო, პროექტს სოლიდარობა სოციალურ ქსელშიც გამოუცხადეს და სხვებსაც იგივე მოუწოდეს. მათ შორის არიან ნათია ფანჯიკიძე, დათო ტურაშვილი, ოლგა ბაბლუანი, თეონა გეგელია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ირინა ონაშვილი, მარიკა დარჩია, გოდერძი შარაშია და სხვები.

ცხადია, აქციაში წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსიც" აქტიურად ჩაერთო, რადგან მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციას, განათლებული ახალი თაობის აღზრდას ემსახურება.

გიორგი კეკელიძე:

- მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. წიგნი უპირველესი და ამავე დროს მრავალმხრივი საჩუქარიც არის, იგი მოიცავს ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეთ, გამოიწვიეთ...

წიგნი ემოციური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნივთი და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების, წარმატების წყაროა, მისი კითხვა გადამწყვეტ როლს თამაშობს, ისევე როგორც უწიგნურობა - წარუმატებლობაში.

ველოდი, რომ ამ ინიციატივას გამოეხმაურებოდნენ, მაგრამ არა ასე სწრაფად და მასობრივად, როგორც აიტაცეს. გვეხმაურებიან არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეები, არამედ სკოლები, უნივერსიტეტები, ჯგუფები, საზოგადოებები, სპორტსმენები, მათ შორის, რაგბის კავშირიც, რაც ძალიან მახარებს. მათ შორის არის წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი", რომელიც ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი, ძლიერი და საიმედო მხარდამჭერია. იმის იმედიც მაქვს, რომ მალე პროექტში პოლიტიკოსები ჩაერთვებიან და იდეა ტრადიციად იქცევა. მთავარია, ვაჩუქოთ წიგნი, რომელსაც საკუთარი ემოციები გვიკარნახებს. სწორედ ასეთი საჩუქარი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი :

- მშვენიერი ტრადიცია დამკვიდრდება, რადგან წიგნს, განცდას, ემოციას, ანალიზს, შინაარსს გაუაზრებლად ვერ გავაჩუქებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ დასასაჩუქრებელ ადამიანზე მეტი და უფრო ღრმა ფიქრი მოგვიწევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საჩუქრის ჩუქებისას. მე წინსწრებით, უკვე მივიღე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანებისგან და პროფესიონალებისგან ასეთი წიგნი. 23 აპრილამდე დრო საკმარისადაა, დავიწყოთ ფიქრი, ჩვენ ვის და რაც მთავარია, რომელ წიგნს ვაჩუქებთ!

ოლგა ბაბლუანი, მსახიობი:

- დიდი სიამოვნებით ვუერთდები ჩემი მეგობრის, გიორგი კეკელიძის ინიციატივას - 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადება, გენიალური იდეაა. მთელი ჩემი ბავშვობა "წიგნებში" გავატარე. მაშინდელი უბნის ბიბლიოთეკებიდან კილოგრამობით წიგნები მოგვქონდა სახლში დედაჩემთან ერთად და იძულებითი, საბჭოთა სასკოლო პროგრამის ფონზე, ცალკე სამყარო მქონდა შექმნილი... როგორ ვერ მქონდა კეთილთვისებიანი წიგნის ჩუქების დღე?! დაბადების დღე რომ არსებობს, გაქვს და არ იცი, დაახლოებით ეს შეგრძნებაა.

ასე რომ, 23 აპრილს, ჩემი მეგობრებიდან ნებისემიერ ხუთ ადამიანს ვჩუქნი წიგნს, მამას ხელმოწერით - "მზე, მთვარე და პურის ყანას", ვინც გამომეხამურება და პირველი მოხვდება ხუთეულში. ხუთს და არა ერთს ამჯერად. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ