ავტორი:

"უნებლიე დამნაშავეების" გაურკვეველი ბედი - ISIS-ის ბავშვების მძიმე ფოტოსესია სირიის საავადმყოფოებიდან

"უნებლიე დამნაშავეების" გაურკვეველი ბედი - ISIS-ის ბავშვების მძიმე ფოტოსესია სირიის საავადმყოფოებიდან

ISIS-ს დამარცხების შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფება ცივილური სამყაროსთვის ჯერ კიდევ საფრთხედ რჩება. ამასთან ერთად არის კიდევ საკითხი - "ისლამური სახელმწიფოს" ბავშვები, რომლებიც როგორც სირიასა და ერაყში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში არიან მიმოფანტული და როგორც დასავლური მედია წერს, მათი უკვე აქვთ იარლიყი - "ტერორისტების შვილები".

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა უკვე მიიღო ISIS-ის წევრთა ცოლები და შვილები, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მათი რეპატრიაცია, სხვადასხვა საფრთხეების გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეაჩერა. ამიტომაც ისინი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დროებით თავშესაფრებში ან ლტოლვილთა ბანაკებში განაგრძობენ ცხოვრებას.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დაბადებამდე არასრულფასოვან გარემოში იმყოფებოდნენ და მის შემდეგაც უმძიმეს პირობებში მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება. მსოფლიო მედიაში მუდმივად ვრცელდება "უდანაშაულო დამნაშავე ბავშვების" ფოტოები, რომელთა ასაკის განსაზღვრა ხშირად შეუძლებელია.

ფოტოგრაფი ნატალია სანჩა ინტერნეტ გამოცემა elpais.com-ისთვის მომზადებულ ფოტორეპორტაჟში "ისლამური სახელმწიფოს" მეომრების ბავშვებზე ყვება, რომლებიც ან საომარი მოქმედებების ზონაში დაიღუპნენ ან ციხეში არიან... ისინი დღემდე გადარჩენისთვის იბრძვიან. სირიის ჩრდილოეთით, ბაღუზას პროვინციაში, ქურთების დასახლებაში ე.წ. ხალიფატის დამარცხებამდე იქ არსებულ საავადმყოფოში 75 მოზარდი მკურნალობდა. ევაკუაციის შემდეგ, ისინი დღემდე იქ რჩებიან. არსებული ცნობებით, კვების არარსებობისა და რესპირატორული დაავადებების გამო, ასობით ბავშვი დაიხოცა.

ისინი, ვინც გადარჩნენ სპეციალურ ბანაკებში გადაიყვანეს, სადაც ახლა დედებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის...

ერთ-ერთი მედდა ფოტოკორესპონდენტს "მაიას" ფსევდონიმით გაეცნო, რადგან ISIS-ის წევრების ჯერ კიდევ ეშინია. ის 12 პაციენტის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ტერორისტი გაიქცა ციხიდან. ეს პროცესი დღემდე გრძლედება და გვეშინია, თავიანთი შვილების წასაყვანად ისინი აქ არ მოვიდნენ. ამიტომაც მე ღიად ვერ ვისაუბრებ" - თქვა მან.

გამოცემის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" წევრების შვილების არსებობა თავისთავად პრობლემაა ქვეყნისთვის და რაც მთავარია, მშობლების გამო მათ ყოველთვის და ყველა ქვეყანაში პრობლემები შეექმნებათ.

32 წლის უკრიანელი კატერინა, რომელიც ჯიჰადისტის ცოლი იყო, იმავე საავადმყოფოში თავის ქალის ტრავმისა და მრავლობით მოტეხილობით მკურნალობს. ის ბაღუზას პროვინციდან ევაკუაციის შემდეგ გადმოიყვანეს.

"3500-მდე ბავშვი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სხვადასხვა ბანაკში იმყოფება. ისინი უდანაშაულოები არიან, მაგრამ მათ მიღებაზე ყველა ქვეყანა თავს იკავებს, გასაგები მიზეზების გამო - მათ ISIS-ის წევრების დაბრუნების ეშინიათ" - ამბობს CIR-ის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი პოლ დონოჰი.

სავარაუდოდ, მათი უმეტესობა 3-წლამდე ასაკის არის, თუმცა არიან ჩვილებიც, რომელთა ასაკიც 1-წლამდეა. მათი უმრავლესობა ობოლია, თუმცა ზოგს გაუმართლა და დედა ცოცხალი ჰყავს.

"რამდენიმე ქვეყანამ ობლების მიღების სურვილი გამოთქვა... მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმის არის და ვიზუალურადაც ჩანს, მაგალითად, ზოგიერთს მუდმივი და ხმამაღალი ხველება აქვს, ხმაურით სუნთქავს ან სულაც გამუდმებით, ხმის ჩახლეჩამდე ტირის", - წერს გამოცემა.

ფოტო: elpais.com

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები და სხვა ნათესავები წარადგინა