ავტორი:

კომპანია „ნიკორა“ სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

კომპანია „ნიკორა“ სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, „ნიკორა“აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების 4 წარმატებულ სტუდენტს ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს. თანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წელს დაიდო და შარშანდელის მსგავსად, წელსაც „ნიკორა“ 4 სტუდენტს სტიპენდიას უნიშნავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიმდინარე სემესტრში საუკეთესოები კვლავ ის სტუდენტები აღმოჩნდნენ, ვინც გასულ წელს, და მათ 6 თვიანი სტიპენდია გაუგრძელდათ.

სტუდენტებზე ზრუნვის ფარგლებში „ნიკორამ“ საწარმოში სპეციალური ექსკურსიაც ჩატარდა, რომელიც მიზანად ისახავდა, რომ სტუდენტებს საწარმოო პროცესზე მეტი ინფორმაცია მიეღოთ და რეალობაში ენახათ ის ყველაფერი, რასაც უნივერსიტეტში სწავლობენ. აღნიშნულის პარალელურად, საწარმოში აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი მარიამ გოგელიძე დასაქმდა, რომელიც ამავდროულად „ნიკორას“ სტიპენდიანტიცაა. ის „ნიკორას“ საწარმოში ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზეა დასაქმებული და აქ იგი აგრარულ უნივერსიტეტში გამართული სტუდენტების დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხვდა.

„სწავლის პარალელურად, მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი. სწავლისთვის მინდოდა მაქსიმალური ყურადღების დათმობა, არ ვგეგმავდი მაგრამ პოზიციამ და სამუშაო განაკვეთმა მიმიზიდა. ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ და სწავლასაც თავისუფლად ვახერხებ. პირველ ეტაპზე ტესტირება გავიარე, მერე გასაუბრებაზე დამიბარეს და უკვე თვეზე მეტია „ნიკორას“ თანამშრომელი ვარ. ვიცოდი, რომ წარმოებაში მარტივი არ იქნებოდა და ჯერ ისევ შეგუების პროცესში ვარ. მაგრამ საწარმოში არსებული სიტუაცია ძალიან მომწონს. განვითარების დიდ შესაძლებლობას ვხედავ აქ. კოლექტივიც ძალიან ღია და მეგობრულია. იციან, რომ სტუდენტი ვარ და მაქსიმალურად მიწყობენ ხელს,“ - აღნიშნავს მარიამ გოგელიძე.

მარიამი კვების მრეწველობის ფაკულტეტის მეოთხეკურსელია და ხორცის ტექნოლოგია უკვე გავლილი აქვს. შესაბამისად, საწარმოში მიმდინარე პროცესების შესახებ თეორიული ცოდნა უკვე აქვს და აღნიშნავს, რომ ნიკორას საწარმოში ყველა ის სტანდარტია დაცული, რაც უნივერსიტეტში ისწავლა.

„მე მევალება, რომ საწარმოში ვიყო და მიმდინარე პროცესებს დავაკვირდე. უნდა აღმოვაჩინო ისეთი დეტალები, რომლებიც წარმოების პროცესს გააუმჯობესებს. მარტივად რომ ვთქვათ, შიდა აუდიტი ვარ. წარმოების პროცესში ბევრი დეტალია და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული წვრილმანიც კი სტანდარტს შეესაბამებოდეს. ზოგადად, „ნიკორაში“ ეს პროცესი ძალიან მოწესრიგებულია,“ - დაამატა მარიამ გოგელიძემ.

„ნიკორასთვის“ სტუდენტების დასაქმებას ერთჯერადი სახე არ აქვს და სამომავლოდ საკუთარი სტიპენდიანტის თუ სხვა წარმატებული სტუდენტების დასაქმებასაც გეგმავს. საწარმოში ჩატარებული ექსკურსია სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სადაც მიმდინარე პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაამყარეს.

გვანცა ქურდაძე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიანტი: „ყველაფერი ძალიან საინტერესოდ აგვიხსნეს. გვასწავლეს, თუ როგორ უნდა იყოს საწარმო განლაგებული. მომეწონა ის, რომ ჰიგიენური ნორმებიც მაქსიმალურად არის დაცული. ჩვენც შესაბამისად შევიმოსეთ და გავიარეთ დენზობარიერი, რომელმაც უზრუნველყო, რომ საწარმოში დაბინძურება არ შეგვეტანა. მე, პირადად, ხორცის ტექნოლოგია გავლილი მაქვს და კარგი იყო, რომ ყველაფერი რეალობაში ვნახე. ზოგადად, ძალიან მადლობელი ვართ „ნიკორასი“, რადგან ჩვენს ფაკულტეტს ყურადღებას აქცევს. მათი სტიპენდიაც დიდი მოტივაციაა ჩვენთვის და სტუდენტებს უკეთესი ქულების მოსაპოვებლად მეტი სტიმული უჩნდებათ.“

ელენე ღამბარაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიანტი: მესამეკურსელებს ხორცის ტექნოლოგია ჯერ არ გაგვივლია, ამიტომ ამ ექსკურსიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ საწარმოო პროცესის შესახებ და მომავალ წელს ლექტორის მიერ ახსნილი მასალაც აღარ იქნება ჩვენთვის უცხო და მარტივად ვისწავლით. კმაყოფილი ვარ, რომ „ნიკორას“ ტექნოლოგმა ყველაფერი დეტალურად აგვიხსნა. კმაყოფილი ვბრუნდები უნივერსიტეტში.“

ელენე ჯავახიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, „ნიკორას“ სტიპენდიანტი: „ხორცის წარმოების შესახებ იმდენი ინფორმაცია მივიღე, რომ სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად გამიმარტივდება. სრული საწარმოო პროცესის ყველა ეტაპი დეტალურად აგვიხსნეს და პროდუქტების რეცეპტების შესახებაც მოგვაწოდეს ინფორმაცია. რაც შეეხება სტიპენდიას, ძალიან გამიხარდა, რომ გასულ სემესტრში დაწყებული სტიპენდია გამიგრძელდა. მიხარია, რომ სტუდენტების შრომა ფასდება. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მოტივაციაა და იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული ურთიერთობა „ნიკორასა“ და სტუდენტებს შორის სამომავლოდაც გაგრძელდება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის