ავტორი:

10 განსაკუთრებული შესაძლებლობა სიახლეების მოყვარული სტუდენტებისთვის

10 განსაკუთრებული შესაძლებლობა სიახლეების მოყვარული სტუდენტებისთვის

თუ გსურს, რომ დღევანდელ სამყაროში საკუთარი თავის რეალიზება შეძლო, აუცილებლად უნდა აყვე დროს და სიახლეებისთვის იყო მზად. ძველი ღირებულებები უნდა გადააფასო, საჭირო და საინტერესო სიახლე მიიღო და განავითარო. ამისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს კი ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტები ქმნიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის სიახლეების ეპიცენტრი იყოს და სტუდენტებს განსაკუთრებული შესაძლებლობები შესთავაზოს. საქართველოში ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი ამავდროულად ყველაზე ახალი უნივერსიტეტია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზებაგებში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს უამრავ განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს:

ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია- ეს ის ადგილია, სადაც სტუდენტები წამყვან ტექნოლოგიურკომპანიებთან ერთად მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროში ინტეგრაციას გულისხმობს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ცოდნის მიღების პარალელურად,პროექტები განახორციელონ და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საკუთარი სტარტაპებიც კი შექმნან.

მასტერკლასები სტარტაპერებისთვის-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს საკუთარი პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურად ეხმარება. შესაბამისად, სტუდენტები პირველივე კურსიდან ქმნიან საკუთარ სტარტაპებს. ამ მიმართულებით სტანდარტული სწავლების პარალელურად BTU თავის სტუდენტებს სთავაზობს მასტერკლასებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისგან.

თანამედროვე სწავლება- უნივერსიტეტი პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ტენდენცია, რომელიც თანამედროვე განათლების სისტემაში ფიქსირდება და მომავლის პროფესიების გაძლიერებას უწყობს ხელს, არის ორი მიმართულების შერწყმა და ერთ სასწავლო პროგრამად ჩამოყალიბება. სწორედ ამას სთავაზობს დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს.

სტიპენდიები- მოტივირებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს უნივერსიტეტი მუდამ ეხმარება და სხვადასხვა სამოტივაციო საშუალებებს სთავაზობს. საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კი ყოველთვიურ სტიპენდიასაც იღებენ.

დასაქმების შესაძლებლობა-BTU-სსტუდენტები პირველივე კურსიდან საქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში ან ქმნიან საკუთარ სტარტაპს. დამსაქმებელი კომპანიების მოძიებაში კი მათ თავად უნივერსიტეტი ეხმარება. „სმარტსტუდენტი “- BTU-ს პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით.

საუკეთესო ინფრასტრუქტურა- გამომდინარეიქიდან, რომუნივერსიტეტისილიკონველითბილისისტერიტორიაზემდებარეობს, ისაღჭურვილიამაღალგანვითარებულიტექნოლოგიებით. უნივერსიტეტშიარსებობსსპეციალურისივრცეები დალაბორატორიები, სადაც სტუდენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.

ქართული და უცხოური დიპლომი- ბაკალავრიატის სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობაც აქვთ. მათ შეუძლიათ მეოთხე სასწავლო წელი უნივერსიტეტის პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში ისწავლონ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დიპლომის პარალელურად, უცხოური დიპლომიც მიიღონ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ბრაგანჩას უნივერსიტეტია.

ზრუნვა აბიტურიენტებზე - სტუდენტების ზრუნვის პარალელურად, BTU დიდ ყურადღებას აქცევს აბიტურიენტებსაც, მათ სთავაზობს კონკურსს, რომლის გამარჯვებულებსაც სწავლის პირველ წელს სრულად დაუფინანსდება. უნივერსიტეტის მიზანია, რომ ინოვაციური იდეების მქონე აბიტურიენტებს საკუთარი სტარტაპების შექმნაში დაეხმაროს. ივნისში უნივერსიტეტში გაიმართება სტარტაპების დემო დღე, რომელზეც აბიტურიენტების კონკურსის გამარჯვებულებიც იქნებიან წარმოდგენილები საკუთარი იდეებით.

თანამედროვე სასწავლო ლიტერატურა - დღეს სტუდენტებისთვის სასწავლო ლიტერატურის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს სახელად „ახალი ლიტერატურა ბიზნესგანათლებისთვის“. პროექტი გულისხმობს მოწინავე, სწავლებისთვის საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას. ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, სტრატეგიული მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რა მიმართულებითაც ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა.

სტარტაპების დემო დღე - მასშტაბური ღონისძიება, სადაც ინვესტორების, ფონდების, პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე, BTU-ს სტუდენტები მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეებით გამოდიან. უნივერსიტეტი უზრუნველყოფსსტუდენტების ბიზნესის განვითარებას იდეიდან კომერციალიზაციამდე, მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებასა და ბიზნესის მდგრადობის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სტარტაპების დემო დღე, რომელიც ყოველი სემესტრის დასასრულს იმართება და უზრუნველყოფს საუკეთესო სტუდენტური სტარტაპ იდეების წარმოჩენას.

რეალურად ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა და შესაძლებლობებისა, რომლებსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს. მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე სამყაროში თვითდამკვიდრებისთვის დაიწყოს ზრუნვა,BTU ნამდვილად დიდი შესაძლებლობს სთავაზობს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი