ავტორი:

შსს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

შსს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსისა და პარტიის კიდევ ორი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დააკავა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურებრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები ანი წითლიძე დააკავეს და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც და ჩაკეტილი ჰყავდა და ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

სროლა ახალქალაქში, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო