ავტორი:

ქუთაისში ეძებენ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც "ფეისბუქზე" გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა

ქუთაისში ეძებენ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც "ფეისბუქზე" გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა

თუ ვინმე ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას ეთო ონიანის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდით 112-ს ან მიმართეთ საპატრულო პოლიციას

ქუთაისში ეძებენ 20 წლამდე ასაკის გოგონას, რომელმაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა და მას შემდეგ არ ჩანს.

როგორც ეთო ონიანის ახლობლები წერენ, გოგონა დღეს დაახლოებით 13:00 საათის შემდეგ არავის უნახავს. მან სახლიდან გასვლისას მამას უთხრა, რომ უნივერსიტეტში მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილა.

ახალგაზრდა გოგონამ ვრცელი პოსტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე დღის პირველ საათზე დაწერა. მასში ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს მიმართავს, ემშვიდობება და პატიებას სთხოვს:

"ზუუუსტად ვიცი, რომ კარგი იყო ჩემთან, დიახაც, მაგრამ უჩემოდ უფრო მაგარი იქნება... მიყვარხართ და რაც არ უნდა ხდებოდეს, გაივლის და კარგად იქნებით... გამიბრაზდეთ, უფლებაც გაქვთ, იმდენ რამეს ვერ ვიტყვი, იმდენს ვერ დავწერ, ვერც კი წარმოგიდგენიათ; სად ავცდი ასე მწარედ ჩემს თავს, სად დავიკარგე, არ მახსოვს, ნუ არ ყოფილა კარგი... დამღალა მსგავს ტექსტებს რომ ვკითხულობდი, სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მათთან, აი, შეხედავ, ლამაზია, ჭკვიანი, მხიარული, ბრახ და აღარ არის...

ეგრეა ხოლმე, აზრზე არ ხარ, რა ხდება და როგორ ხდება, მაგრამ ხდება... ბევრი ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ ნებას გრთავთ, გაბრაზდეთ, აღარ გიყვარდეთ, ზუსტადაც, რომ ღირსი ვარ. ვაიმე, ცუდად ყოფნას ვამჩნევდით და ბლა ბლა ბლა, არც ეგ მინდა" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეთო ონიანი.

პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ინტერნეტმომხმარებლები, მათ შორის უცნობები გოგონას მიმართავენ და დახმარებას სთავაზობენ.

მას შემდეგ რაც გოგონა დაიკარგა, მეგობრები და ახლობლები, ასევე სამართალდამცველები მთელ ქუთაისში ეძებენ.

"გავიდა სახლიდან ეთო ონიანი, გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა ფეისბუქზე და მის მერე არ ჩანს... თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ ქუთაისში, აუცილებლად მოგვწერეთ, ან დაუკავშირდით პატრულს. დროზე ვიპოვნოთ, ცუდი არაფერი მოსწიოს თავს...

ხალხნოოო ქუთაისში ვინც ცხოვრობთ გთხოვთ დაგვეხმარეეეეთ! ვეძებთ ამ გოგოს... გეხვეწებით ყურადღებით იყავით, ვინმეს ხომ არ შეგხვდათ? საშინელი სტატუსი დაწერა და გავიდა, არ გვპასუხობს, არც ზარებზე არც სმს-ებზე... იქაურ მეგობრებს არ ვიცნობთ სამწუხაროდ... დაგვეხმარეთ გთხოვთ, გააზიარეთ გთხოვთ, იქნებ ვინმემ ნახა" - წერენ ეთო ონიანის ახლობლები "ფეისბუქში".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოსტის გავრცელებისთანავე სამართალდამცველებმა გოგონას ძებნა დაიწყეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ქუთაისის ყველა საპატრულო ეკიპაჟი.

თუ ვინმე ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას ეთო ონიანის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდით 112-ს ან მიმართეთ საპატრულო პოლიციას

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო