ავტორი:

ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი და ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა ტალახაძის მორიგი რეკორდი და ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა!

2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა! 109 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალს (ატაცში - ვერცხლი, აკვრაში - ბრინჯაო) დაეუფლა. გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ქართველმა ძალოსნებმა ორჭიდის ჯამში 478 კგ და 447 კგ დაძლიეს. მესამე ადგილი სომეხმა რუბენ ალექსანიანმა (440 კგ) დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა დააჯილდოეს.

იხილეთ ვიდეო: "საჩხერელი გოლიათის" მორიგი რეკორდი და აწეული 260 კილოგრამი - პრემიერ-მინისტრის ემოციები, როცა ქართველმა სპორტსმენმა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ