ავტორი:

"მესის მეუღლე მწერდა... თვალებს არ დავუჯერე" - როგორ აღმოჩნდა ქართველი დიზაინერის შექმნილი აქსესუარები ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებში

"მესის მეუღლე მწერდა... თვალებს არ დავუჯერე" - როგორ აღმოჩნდა ქართველი დიზაინერის შექმნილი აქსესუარები ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებში

ჩვენს დროში დიზაინის სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, რომ საკმაოდ რთულია რაიმე ორიგინალურის და ამავდროულად, პრაქტიკულის შექმნა. თუმცა სურვილისა და საჭირო უნარების არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია. ესპანეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, ლელი ცისკარაულმა მოღვაწეობისთვის წარმატებული ნიშა აირჩია და ახალშობილის ოთახის აქსესუარების საკუთარი, უნიკალური სტილი დაამკვიდრა.

Decosweetbcn-ის ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი ნამუშევრები უკვე არაერთი ცნობილი ადამიანის შვილების ოთახს ამშვენებს, მათ შორის არიან მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ლიონელ მესი, იკერ კასილასი და ჯორდი ალბა.

როგორ შეიქმნა Decosweetbcn და როგორი იყო გზა წარმატებისკენ - ამის შესახებ ლელი ცისკარაული intermedia.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება.

- ლელი, თქვენი ნამუშევრები საკმაოდ პოპულარულია ესპანეთში, იქნებ გვიამბოთ, როგორ აღმოჩნდით ამ ქვეყანაში?

საქართველოში ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხატვრო დიზაინზე. 19 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე გრაფიკულ დიზაინერად, მაგრამ სამწუხაროდ ვერანაირი წინსვლა, ვერც ეკონომიკური და ვერც პროფესიული თვალსაზრისით ვერ ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ 12 საათი ვმუშაობდი, ჩემი ხელფასი იყო მინიმალური. 22 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, ევროპაში მეცადა ბედი. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინსვლას ეძებს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ თუ მინდოდა ჩემი მიზნისთვის მიმეღწია, გარკვეული დროით საქართველო უნდა დამეტოვებინა. ალბათ, ძალიან ამბიციური და „კარიერისტი“ ვარ.

ესპანეთში ჩემი პირველი წლები ისეთივე რთული იყო, როგორც ნებისმიერი ემიგრანტისთვის. პირველი ორი წლის განმავლობაში ბევრჯერ ვიფიქრე საქართველოში დაბრუნება, მაგრამ სიამაყემ არ გამიშვა. როცა ენა უკვე კარგად ვისწავლე, დავფიქრდი, სად ვიყავი და რა მინდოდა. გადავწყვიტე სწავლა და დავიწყე უნივერსიტეტების ძებნა. ესპანეთში დავამთავრე მაგისტრატურა დიზაინის განხრით. სწავლის დამთავრების შემდეგ პრაქტიკა გავიარე “Pepe jeans”-ში სტაჟიორ დიზაინერად. ერთი წლის მანძილზე ვიმუშავე “virginie verrierer”-ის ერთი სეზონის მთლიანი კოლექციის დიზაინზე. ამასობაში დავოჯახდი კიდეც, ჩემი მეუღლე ესპანელია.

- განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თქვენი ნამუშევრებით ცნობილი ფეხბურთელი, ლიონელ მესი დაინტერესდა. იქნებ მოგვიყვეთ ამის შესახებ?

ეს ამბავი დაიწყო იქიდან, რომ რამდენიმე ჩვენი პროდუქტი შეიძინა და ინსტაგრამზე გააზიარა ჯორდი ალბას მეუღლემ, რომელიც ლეონელ მესის მეუღლის კარგი მეგობარია. ვფიქრობ, სწორედ მის გვერდზე ნახა ანტონელამ ჩვენი ბრენდი. რამდენიმე საათში მივიღე მეილი მესის მეუღლისგან. გვწერდა, რომ დაინტერესებული იყო და სურდა ჩვენი პროდუქტის შეძენა. არ მოგატყუებთ, თვალებს არ დავუჯერე. ალბათ, ათჯერ მაინც წავიკითხე, რათა დავრწმუნებულიყავი, მართალი იყო თუ არა.

შემდეგ, პირადად ვისაუბრეთ ტელეფონზე ქსოვილების, ფერებისა და კომბინაციების შესახებ. როცა მიიღო გზავნილი, მომწერა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ყველაფრით, შემდეგ თავის ინსტაგრამზეც გააზიარა პროდუქტის ფოტო და მადლობა გადაუხადა decosweetbcn-ს ასეთი ლამაზი ნამუშევრისთვის. წარმოიდგინეთ, ისეთი კმაყოფილი იყო, რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ შეგვიკვეთა პროდუქცია თავისი დისშვილისთვის. მანამდე იკერ კასილასის მეორე შვილისთვისაც შევკერეთ „cuco” - ბავშვის ჩასაწვენი კალათი წაიკითხეთ ვრცლად

"აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი და ეზო ზუგდიდში, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს