ავტორი:

ზუგდიდში ნიკა მელიას კანდიდატურა სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა, ამის გამო ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა - ღარიბაშვილი

ზუგდიდში ნიკა მელიას კანდიდატურა სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა, ამის გამო ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა - ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობაში" ზუგდიდის მერობის კანდიდატად თავდაპირველად ნიკა მელია განიხილებოდა, შემდეგ კი ის საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა შეცვალა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ფაქტს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

VIDEO : ღარიბაშვილი: "ვიცი, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა, კანდიდატად დაეყენებინა მელია და ჩანაცვლდა სააკაშვილის მეუღლით, ამაზე ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა"

„ვიცი, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, რომ კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც ნიკა მელიას და არც არავისი ბედი ჩვენი ოპონენტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედთან“ საუბრისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები