ავტორი:

5 პროდუქტი, რომელიც კიბოს პრევენციას ახდენს - რას გვირჩევს ექიმი ლაშა უჩავა?

5 პროდუქტი, რომელიც კიბოს პრევენციას ახდენს - რას გვირჩევს ექიმი ლაშა უჩავა?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გამოვლენილი ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევის მესამედის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, - თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება (როგორც პასიური, ასევე აქტიური); ფიზიკური აქტივობა; ჯანსაღი კვება; სკრინინგ პროგრამებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.

მინდა, თქვენი ყურადღება ჯანსაღ კვებაზე შევაჩერო, უფრო კონკრეტულად კი იმ საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც თავიანთი უნიკალური თვისებებით კიბოს პრევენციას ახდენენ. რომელი პროდუქტები ებრძვიან კიბოს უჯრედებს და რამდენად მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად? - ამ საკითხებზეენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მოგვითხრობს.

- ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია ვიდრე პრევენციის გატარება, მეცნიერების დასკვნით ცნობილია, რომ სამყაროში არსებული დაავადებების დაახლოებით, 70% ვითარდება არასწორი კვებით და არსებული დაავადებების დაახლოებით 60-65% -ის განკურნება შესაძლებელია სწორი კვებით. სწორი კვების პრინციპებით ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ ბევრი დაავადების პრევენცია და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების, კიბოს გამომწვევი შეიძლება, ბევრი რამ იყოს (გენური ინჟინერია, კონსერვანტები, ემულგატორები, დაბინძურებული გარემო და ა.შ). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კიბოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არასწორი კვებაა. არსებობს გარკვეული ნივთირერებები, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ანუ ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნივთიერებები და ამ ნივთიერებებს შეიცავს ზოგიერთი საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით კი მკვეთრი ფერის მქონე ხილი და ბოსტნეული, მაგ: პომიდორი, კურკუმა, ჟოლო, ყურძენი და ჭარხალი

პომიდორიპომიდორში არის ნივთიერება, რომელსაც ლიკოპენი ქვია, სწორედ ამ ნივთიერებას უკავშირებენ მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით უსწრებს ვიტამინ ა-ს და ბეტა-კაროტინს, ასეთივე პიგმენტი, სხვათა შორის, წითელ წიწაკაშიცაა. პიგმენტი ნარჩუნდება როგორც ცოცხალ პროდუქტში, ასევე კეტჩუპებში, ტომატებში, პომიდვრის წვენში და სოუსებშიც. კვლევამ დაადასტურა, რომ პომიდვრის ტომატით დამზადებული საკვების მიღება ყოველდღიურად მთელი თვის განმავლობაში პროსტატის კიბოს რისკს 20%-ით ამცირებს.

კურკუმა

კურკუმას შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტი სახელწოდებით "კურკუმინი". ის აფერხებს კიბოს განვითარებას ქრონიკული დაავადების უჯრედულ-სასიგნალო ასპექტებში ჩარევით. კურკუმინი აფერხებს ისეთი კიბოს სახეობების განვითარებას, როგორიცაა ძუძუს, ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, ნაწლავის კიბო და ა.შ.

ჟოლო

ჟოლო დიდი ხანი ცნობილია, რომ გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მჟავა და ანთებითი პროცესების განვითარების შეფერხებაში, რითაც ასევე ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში. ჟოლოში ასევე დიდი რაოდენობითაა ელაგინის მჟავა, რომელიც სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა და ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი)...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი