ავტორი:

20-23 აპრილს „ქარვასლაში“ წიგნის დღეები გაიმართება

20-23 აპრილს „ქარვასლაში“ წიგნის დღეები გაიმართება

20-დან 23 აპრილის ჩათვლით, სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

წიგნის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მკითხველისთვის გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და ბიზნესცენტრ „ქარვასლას“ თანამშრომლობით მზადდება.

20-23 აპრილის განმავლობაში, „ქარვასლაში“ გაიმართება წიგნის ბაზრობა, სადაც აუთლეტის წიგნებიც გაიყიდება; ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ, ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა; მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს; უფასოდ დააგემოვნონ ცხელა ყავა ან ჩაი; მიიღონ საჩუქრები კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას. გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის.

წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები ჩატარდება სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მე-2 სართულზე. შენობა ადაპტირებულია.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2220560881542611/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი