ავტორი:

სპორტსმენი, რომელიც ტურნირებზე მილიონებს შოულობს - ტაიგერ ვუდსი ყველაზე მდიდარი ათლეტების სიაში მეორეა

სპორტსმენი, რომელიც ტურნირებზე მილიონებს შოულობს - ტაიგერ ვუდსი ყველაზე მდიდარი ათლეტების სიაში მეორეა

გოლფის ცოცხალი ლეგენდა, ტაიგერ ვუდსი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა - 2008 წლის შემდეგ პირველად მეიჯორი მოიგო და ოგასტაში მასტერსის გამარჯვებული გახდა.

თაყვანისმცემლებს აღარ ჰქონდათ იმედი, რომ ზურგის დაზიანებების გამო სპორტსმენს გოლფის მინდორზე კვლავ იხილავდნენ. მოგების შედეგად კი ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა სპორტსმენმა 1.6 მილიონი ფუნტი მიიღო.

„ფორბსის“ 2016 წლის მონაცემებით, ვუდსის ქონება 740 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 115 მლნ დოლარი მან ტურნირების მოგებებით, დანარჩენი თანხა კი - სარეკლამო გარიგებებით გამოიმუშავა. ის მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი სპორტსმენია, პირველი ადგილი სიაში კალათბურთის ლეგენდას, მაიკლ ჯორდანს უკავია.

ვუდსს ჰქონდა მომგებიანი გარიგებები ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის „ნაიკი“, „ტეილორ მეიდი“, „ბრიჯსტოუნი“ და „მონსტერ ენერჯი“. 2017 წლიდან სარეკლამო გარიგებების შედეგად მან 42 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის სკანდალური იყო. 2004 წელს ელინ ნორდეგრენზე დაქორწინდა, თუმცა წყვილი 2010 წელს დაშორდა - მიზეზი სპორტსმენის მუდმივი ღალატი იყო.

მას შემდეგ ვუდსი უამრავ ქალს ხვდებოდა, მათ შორის იყვნენ პორნოვარსკვლავები და ღამის კლუბების მფლობელები.

2017 წლიდან ის ამერიკელ ერიკა ჰერმანს ხვდება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ