ავტორი:

კობახიძე VS ბესელია: "გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ"

კობახიძე VS ბესელია: "გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ"

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე შეკამათება მოხდა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რასაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და მისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით და მინდოდა მეკითხა წყნარად და მშვიდად, როდის ატარებ დაპირებულ ბიუროს სხდომას, როდის ჩასვამთ დღის წესრიგში მოსამართლეებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილ კანონპროექტს-თქო. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ, მაგრამ ისე იქცევით... ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ მხედავ სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია ცოტა ახლოს მოვიდე“, - მიმართა ბესელიამ კობახიძეს.

ეკა ბესელიას განცხადების პარალელურად, კობახიძემ მიკროფონის გამორთვა მოითხოვა დამოუკიდებელი დეპუტატისთვის და ეკა ბესელიას მიმართა.

„გამოურთეთ მიკროფონი, პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

აღნიშნულის შემდეგ კობახიძემ სიტყვა თინა ბოკუჩავას გადასცა, ბესელია კი პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა.

„ხომ არ შეგეშინდა“, - მიმართა ბესელიამ კობახიძეს, რაზეც თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „შიში თქვენსკენ მოიკითხეთ“.

ამასთან, კობახიძემ მანდატურის სამსახურს სთხოვა, მიემართათ ეკა ბესელიასთვის, რომ დაიცვას ეთიკა.

იხილეთ ვიდეო: "ხომ არ შეგეშინდა, სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ წესიერად მოიქეცი" - ბესელია ირაკლი კობახიძის ტრიბუნაზე ავიდა, თავმჯდომარემ კი მანდატურებს მიმართა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები