ავტორი:

ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ავლაბრის სასახლეში - ფოტოები ოფიციალური ვახშამიდან

ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ავლაბრის სასახლეში - ფოტოები ოფიციალური ვახშამიდან

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და პირველი ლედის ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით. საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები