ავტორი:

BTU სტუდენტებს ბიზნესაქსელერატორ „სპარკთან“ თანამშრომლობისა და საკუთარი სტარტაპების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ

BTU სტუდენტებს ბიზნესაქსელერატორ „სპარკთან“ თანამშრომლობისა და საკუთარი სტარტაპების განვითარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ

სტუდენტური სტარტაპ იდეების აქსელერაცია, მონაწილეობა სტარაპების დემო დღეზე, სწავლების მოდულის მხარდაჭერა ახალი ლიტერატურული რესურსებით, მოდულის სწავლებისთვის აკადემიური გუნდის სისტემატიური შევსება - იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი “სპარკი” და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ.

“სპარკისა” და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობა ახლახანს დაიწყო და მისი მთავარი მიზანი სტუდენტური დასაქმებისა და მათი სტარტაპ იდეების განხორციელებისთვის ხელშეწყობაა.

როგორ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათთვის სტუდენტების აქტიურობა და მათი სამეწარმეო ეკოსისტემაში ჩართვა უმთავრესი მიზანია.

„დაარსების პირველივე დღიდან დიდ აქცენტს ვაკეთებთ სტუდენტის ჩართულობაზე სამეწარმეო ეკოსისტემაში. ვცდილობთ ეს ეკოსისტემა იყოს ფორმულირებული ძალიან მაღალ დონეზე, თუმცა ჯერ პროცესში ვართ. ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც დიდი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საკუთარ პროექტებზე საკმაოდ წარმატებით მუშაობენ. ძალიან ვამაყობთ ამ სტდუენტებით და გვინდა, რომ ყველა სტუდენტი ასეთი იყოს. ჩვენი მიზანი არაა, რომ სტუდენტებმა მხოლოდ ლექციებისა და სემინარებისთვის იარონ უნივერსიტეტში. მაქსმალურად ვცდილობთ, მათ საკუთარ იდეებზე იმუშაონ და პრაქტიკაში განახორციელონ. სწორედ ამ პროცესში დაგვეხმარება „სპარკთან“ თანამშროლობა,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

„სპარკი“თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც მუშაობს როგორც სტარტაპებზე, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებზეც. ორგანიზაცია ორიენტირებულია არა მხოლოდ სტარტაპების დაფინანსებაზე, არამედ მათ სწორად განვითარებაზე. „სპარკი“ ბენეფიციარებს სთავაზობს: საერთო სამუშაო სივრცეს, 5 მიმართულების ბიზნეს ექსპერტების კონსულტაციას, ტრენინგ ცენტრს, მენტორინგს, საუკეთესო ბიზნესიდეებისთვის ბიზნესგეგმების შექმნას BDO-სგან.

როგორც სპარკის მენეჯერი სანდრო კანდელაკი განმარტავს, მათი მიზანია განათლებასთან მაქსიმალურად იყვნენ მიბმულები და სწორედ ამიტომ დაიწყეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

„აქამდე უნივერსიტეტს რომ ამთავრებდი, იცოდი, რომ სადღაც დასაქმდებოდი. ახლა უკვე გავქვს უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს ეუბნება და აძლევს მაქსიმალურ შესაძლებლობას, რომ იყოს არა დასაქმებული, არამედ - დამსაქმებელი. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ სტუდენტებს მაქსიმალურად გავუზარდოთ შესაძლებლობები, რომ მეტი წარმატების ისტორია გვქონდეს. ამ მიზნის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად შევქმენით პროგრამა, რომელიც სტუდენტებზეა მორგებული. ვინც მეწარმეობის საგნის ფარგლებში მუშაობს სხვადასხვა იდეაზე, პრეაქსელერატორი დაეხმარება, რომ: მოახდინოს იდეის სწორი ფორმირება, დაესწროს ბიზნესისა და ტექნნოლოგიების ტრენინგებს, მიიღოს „სპარკის“ ექსპერტების კონსულტაცია, საერთაშორისო პარტნიორ აქსელერატორებთან თანამშრომლობას. საუკეთესო იდეები კი „სპარკის“ სრულ სერვისებს მიიღებენ, რაც ნიშნავს, რომ მათ განვითარების გეგმას BDO დაუწერს,“ - განმარტავს სანდრო კანდელაკი.

პროექტში მონაწილეობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი