ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი ბაბუა ხდება - ბერა და ნანუკა შვილს ელოდებიან

ბიძინა ივანიშვილი ბაბუა ხდება - ბერა და ნანუკა შვილს ელოდებიან

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ექსპრემიერის ვაჟის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოდან გახდა ცნობილი. ბერამ სოციალურ ქსელში ჩვილის წინდების ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: ჩვენი პირველი ანგელოზი გზაშია. წყვილს სასიხარულო ამბავს უამრავი ადამიანი ულოცავს, მათ შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე.

ნანუკამ და ბერამ ჯვარი გასული წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს. სვეტიცხოველში ნანუკას თეთრი კაბა ეცვა, ტრადიციული ქართული ელემენტებით, ბერას კი - ასევე თეთრი ფერის ჩოხა.

წვეულებაზე 150 ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის პოლიტიკოსთაგან კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ქორწილს აფორმებდა ანსამბლი "ერისიონი" და ფრანგი და ბრაზილიელი მუსიკოსები. მიწვეულთა შორის არ აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული. რესტორანში ნანუკა გუდავაძეს რალფ რუსოს 2017 წლის კოლექციის ულამაზესი ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც 42 ათასი დოლარი ღირს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ