ავტორი:

ტუმსო აბდურახმანოვი - ვინ არის ვიდეობლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს სიმშვიდეს ურღვევს

ტუმსო აბდურახმანოვი - ვინ არის ვიდეობლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს სიმშვიდეს ურღვევს

უკვე რამდენიმე თვეა ჩეჩნეთში კადიროვის მმართველობის იდილიას ვიდეობლოგერი ტუმსო აბდურახმადოვი არღვევს. სახელმწიფო კომპანია "Электросвязь"–ის ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც კადიროვის ახლობლებთან კონფლიქტი ჰქონდა, რუსეთიდან გაიქცა. ამის შემდეგ ტუმსომ ინტერნეტში ჩეჩნeთის არსებული რეალობის გაკრიტიკება დაიწყო... ის არსებულ ვითარებაზე ვიდეოჩანაწერებს აკეთებს და ინტერნეტში ანთავსებს, რითაც ათასობით ადმიანის ყურადღება მიიპყრო.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, მისმა მიმართვებმა ჩეჩნეთის ხელისუფლების ყურამდეც მიაღწია. აბდურახმანოვი ვიდეობლოგენში თავისუფალი ხმის ჩახშობაზე და ზოგადად, რესპუბლიკაში სიტყვის თავისუფლების უმძიმეს მდგომარეობზე საუბრობს. ის პოპულარულია ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთაც გახდა...

გამოცემის ცნობით, საქმე ის არის, რომ "კადიროვცებმა" ტუმსო თავად გააპიარეს, რადგან ყველას მის ვიდეოჩართვაზე საპასუხო განცხადებებს აკეთებდნენ. პრაქტიკულად, ჩეჩნეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ოპოზიციონერ ბლოგერთან ღია დისკუსიაში შედიოდნენ და მის ყველა კრიტიკას, რომელიც განსაკუთრებით კადიროვისკენ იყო მიმართული, თავის მართლებით პასუხობდნენ.

"ჩეჩენი დისიდენტი და ვიდეობლოგერი 1985 წელს გროზნოში დაიბადა. მამა უმალტ აბდურახმანოვი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი ხანგრძლივი პატიმრობით შეუცვალეს. ჩეჩნეთის პრეზიდენტის დუდაევის ხელისუფლებაში ყოფნისას იჩქერიაში (არაღიარებული, გამოყოფილი ჩეჩნეთის სახელმწიფო) მუშოაბდა. ჩენჩეთის პირველი ომის დროს მძიმედ დაიჭრა...

თავად ტუმსო 2004-2005 და შემდეგ 2012-2015 წლებში ფედერალურ სახელმწიფო კომპანია "Электросвязь"- ში ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მისი მტკიცებით, 2015 წელს ის გროზნოს ცენტრიდან, კადიროვის დაცვის წევრების მონაწილეობით გაიტაცეს და გააფრთხილეს, თუ კრიტიკას არ შეეშვებოდა, სანანებელი გაუხდებოდა. ამის შემდეგ ოჯახი საზღვარგარეთ გაუშვა და ქვეყანა თავადაც დატოვა" - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.

მისივე ცნობით, ამის შემდეგ მან თავშესაფრის ძიება დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. 2015 წლის 8 ნოემბერს საქართველოშიც იმყოფებოდა და აქაც პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მიიღო. ამის შემდეგ რამდენიმე თვე პოლონეთში ცხოვრობდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ცოტა ხნის წინ ტუმსო აბდურახმანოვს ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა "მოსისხლე მტერი" უწოდა, რადგან აბდურახმანოვმა ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან გადაცემაში რამზან კადიროვი მიწასთან გაასწორა. ჩეჩნეთში მის წინააღმდეგ "უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის" მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ჩეჩნეთის ხელლსუფლება ირწმუნება, რომ ის სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებშია, თუმცა ვიდეობლოგერი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ერთი სიტყვით, აბდურახმანოვი ყოველდღიურად მეტ მხარდამჭერსა და მაყურებელს იძენს, რაც რამზან კადიროვს ძალიან აბრაზებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"